2 2 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“არც კორონა დამიშლის ზიარებას და არც სექსის დროს დავიზღვევ თავს, თუ შვილი მინდა”

მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში, წერს:

“Queens, New York

ვზივარ მშობელთა კრებაზე მაღალ კლასებში.
საღამოს 6 საათი ხდება. მშობლებიდან ერთ-ერთი სთხოვს მასწავლებელს გარეთ გასვლას, ჩემი ლოცვის დროაო.
ბანგლადეშიდანაა.

გაუშვა. დანარჩენები ვისხედით, ველოდეთ, როდის მორჩება ლოცვას გარეთ.

ნიუ-იორკი, 21 საუკუნე, სამშაბათი, საღამოს 6 საათი. ვაზუსტებ მაინც.

დაბრუნდა 15 წუთში, კრება გაგრძელდა.

ხმა არ ამოუღია არავის ჩვეულებრივად მიიღეს. და ეს პირველი შემთხვევა არაა, ასეთ სურათს რომ შევესწარი.
ეს ზიარების კოვზის “განხილვაზე” გამახსენდა.
ზიარება ღიაა ყველასთვის. ისევე, როგორც ღმერთთან გზა და რწმენა.

არჩევანია თქვენი. მე წავალ ზიარებაზე, დავავადდები, მოვკვდები თუ ჩემი რწმენით დავილოცები- თეა თუთბერიძეების და მავანთა განსახილველი არაა.
ეს ჩემი ცხოვრებაა და ზიარებას თუ ავირჩევ სხვა მილიონ მორწმუნესთან საერთო კოვზით, არაა სხვების საქმე.
თავისუფლება ამას ჰქვია, შეგნება. და არა ყვირილი – რატომ აკეთებს ის ამას.

პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის არჩევანს.
შავი ჭირი იქნება, კორონა თუ შიდსი. ჩვენი ტრაექტორია გვაქვს ყველას.

გვერდით სერიოზული ნიღბით მიზის გოგო, მე ჩემ ჩაის ვსვამ ნიღბის გარეშე

და ეს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, პრევენციისთვის. მაგრამ მე ჩემი არჩევანი მაქვს, მე უნიღბოდ დავდივარ და ვაშლს, რომ ვყიდულობ, არ ვრეცხავ ისე ვჭამ.

სხვა, უფრო დიდის მწამს, ვიდრე ხელების დაბანაა ავადმყოფობის და სიკვდილის შიშით.
და ამიტომ ვარ თავისუფალი.

შიშისგან ჩაფსმული ტელეშოუებისგან და კლოუნადისგან, ზედმეტი ექიმის ვიზიტების და ვიღაცების დადანაშაულებისგან, თუ ჩემ ცხოვრებაში ისე არ ხდება რაიმე, როგორც მე მეგონა, მოხდებოდა.საერთოდ, რაც ხდება, მიზეზ-შედეგობრივი და კანონზომირია, რასაც მე ბუნების ძალას-ღმერთს ვეძახი

ამიტომ არც კორონა დამიშლის ზიარებას თუ ვაშლის ჭამას მეტროში დაუბანელი ხელით და არც თავს დავიზღვევ სექსის დროს თუ შვილი მინდა და ვერავინ ამ ქვეყანაზე ვერ წამაყვედრის მრავალშვილიან დედობას, რაც ასე ხშირად გვესმის- ღარიბია, შვილებს რატომ აჩენს.

დედა ბუნებამ უკეთ იცის, რამდენი სული ასუნთქოს დედამიწაზე. და მოდით, ყველამ ჩვენ კუბურ მეტრ ჟანგბადს მივხედოთ და ღმერთთან კავშირში საერთო კოვზის გავლით ნუ ვერევით.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები