სტატია
  1. თიბისის მობაილბანკში ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
  2. "წინ კიდევ ბევრი ოპერაცია გველის - ოპერაცია, რომელიც რუსულ აგრესიას უპასუხებს" - ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვაში"
  3. „თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  4. Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  5. ბრაზილიური სილამაზის ბრენდი Sol de Janeiro სრული ასორტიმენტი უკვე ოფიციალურად PSP-შია
  6. Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა
  7. პოლიეთილენიდან ეკოშეფუთვამდე: როგორ შეიცვალა ქართული ბაზრის სტანდარტები
  8. PSP-ში თანამშრომლებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტი დაინერგა - კომპანიის ცოდნა ერთ ჩატში
თიბისის მობაილბანკში ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
ბიზნესი

თიბისის მობაილბანკში ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

ტენდერში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, ელექტრონული სატენდერო გარანტია თიბისის ფილიალში მისვლის გარეშე, ონლაინ, მობაილბანკიდან მიიღონ. გარანტიის მისაღებად კი, ფინანსური ანალიზი და უზრუნველყოფა საჭირო არ არის.

პროცესი სწრაფია და სრულად ციფრული. კომპანია განაცხადს თიბისის მობაილბანკში ავსებს.  ხელშეკრულების გაფორმება და ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო გარანტიის კოდის მიღება განაცხადის დაფიქსირებიდან 30 წუთშია შესაძლებელი.

თიბისის მობაილბანკიდან ელექტრონული სატენდერო გარანტიის მაქსიმალური მოცულობა 15 000 ლარს შეადგენს. ახალი ფუნქციონალი ბიზნესს, დროსთან ერთად, ფულად რესურსსაც უზოგავს. ციფრულად გარანტიის მიღება კომპანიებს განახევრებული ტარიფით და 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით შეუძლიათ.

განაცხადის შესავსებად, ეწვიეთ ბმულს: ‎https://tbc-business.onelink.me/Ierb/ElGuaranteeProcess-sms