სტატია
  1. ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
  2. მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
  3. თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები - კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
  4. თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
  5. სასაქონლო პროდუქტები გამოშვებასა და ექსპორტს კვლავ ზრდის, თუმცა რეალურ ეკონომიკაზე გავლენა შედარებით ზომიერია
  6. თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
  7. თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
  8. თიბისი IT აკადემია - სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
"ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ საქართველოს ხალხს ეროვნულ დღესასწაულს"
პოლიტიკა

"ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ საქართველოს ხალხს ეროვნულ დღესასწაულს"

"ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ საქართველოს ხალხს ეროვნულ დღესასწაულს.

ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების გასაღრმავებლად და ჩვენი ორივე ერის მეტი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად.

შეერთებული შტატები რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, როდესაც ისინი ისწრაფვიან ხანგრძლივი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ. შეერთებული შტატები ერთგულია იმ პარტნიორობისა, რომელიც თანხვედრაშია საქართველოს მისწრაფებებთან უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე მომავლისკენ" - წერია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მისალოც წერილში.