სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
  2. ორბანის თანაგუნდელმა, პეტერ სიიარტომ, პარლამენტის დეპუტატის მანდატზე უარი თქვა. ის ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიაში BYD იწყებს მუშაობას
  3. "ყველა პრემიერ მინისტრმა იცის, როდესაც ჩირაღდანს ხელში აიღებს, დადგება დღე, როდესაც მას სხვებს გადასცემს, ეს დღე ჩემთვის დადგა"
  4. მედია: თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება იჰორ კლიმენკო, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებს
  5. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
  6. "რასაც უკრაინული რეჟიმი აკეთებს, მეკობრეობაც კი აღარ არის"
  7. უკრაინული დრონის დარტყმის შედეგად რუსული фсб-ის საპატრულო გემის განადგურება თანამგზავრული ფოტოებით დადასტურდა
  8. EU-მ მოლდოვასთან მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
"თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, შეუძლია მოსკოვში ჩამოვიდეს"
პოლიტიკა

"თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, შეუძლია მოსკოვში ჩამოვიდეს"

"თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, შეუძლია მოსკოვში ჩამოვიდეს" - ასე პასუხობს კრემლის პრეს-სპიკერი პესკოვი უკრაინის პრეზიდენტის მიერ პუტინისთვის მიწერილ ღია წერილს.

მისი განცხადებით, კრემლში ეს წერილი ნახეს, პუტინს კი ამის შესახებ მოგვიანებით მოახსენებენ

უკრაინის პრეზიდენტი კი წერს: "ყველამ მოისმინა, როგორ ამბობდნენ ღიმილით თქვენი წარმომადგენლები, რომ თითქოს მე შემეძლო მოსკოვში ჩასვლა. მაგრამ ამ 26 წლის შემდეგ უკრაინის ლიდერს თქვენს დედაქალაქში არაფერი ესაქმება - ისევე, როგორც რუსეთის ლიდერს არაფერი ესაქმება კიევში.

არსებობს ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად მასპინძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების გადასაჭრელად. შვეიცარიას, თურქეთს, არაბული სამყაროს ქვეყნებს - ბევრს შეუძლია და სურს ასეთი შეხვედრის მასპინძლობა. სწორედ ლიდერები წყვეტენ საკვანძო საკითხებს. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალშიც. გთავაზობთ დავადგინოთ ასეთი შეხვედრის ზუსტი თარიღი".