სტატია
  1. ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
  2. მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
  3. თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები - კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
  4. თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
  5. სასაქონლო პროდუქტები გამოშვებასა და ექსპორტს კვლავ ზრდის, თუმცა რეალურ ეკონომიკაზე გავლენა შედარებით ზომიერია
  6. თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
  7. თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
  8. თიბისი IT აკადემია - სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
„ჩეხეთში მოღვაწე რუს სასულიერო პირს მანქანით კოკაინი გადაჰქონდა, პოლიციამ ფაქტი გამოცემა Deník N-თან დაადასტურა"
ტექნოლოგიები

„ჩეხეთში მოღვაწე რუს სასულიერო პირს მანქანით კოკაინი გადაჰქონდა, პოლიციამ ფაქტი გამოცემა Deník N-თან დაადასტურა"

„ჩეხეთში მოღვაწე რუს სასულიერო პირს მანქანით კოკაინი გადაჰქონდა, პოლიციამ ფაქტი გამოცემა Deník N-თან დაადასტურა. პოლიციამ მიტროპოლიტი ილარიონი გასულ კვირას დააკავა, ორი დღის შემდეგ ის გაათავისუფლეს და ამჟამად უკვე მოსკოვში იმყოფება. იქიდან ის ჩივის, რომ მედია მასზე, როგორც რუს აგენტზე, ისე წერს. ეკლესია მას ახლა სხვა სამსახურებრივ ადგილზე გზავნის.

პოლიციამ გავლენიანი რუსი სასულიერო პირის ავტომობილი გასულ კვირას, პრაღის მახლობლად, ავტომაგისტრალზე გააჩერა, რაც ელექტრონული ფოსტით მიღებული ანონიმური შეტყობინების საფუძველზე მოხდა. მიტროპოლიტი ილარიონი იმ დროს კარლოვი-ვარიდან ბუდაპეშტში მიემგზავრებოდა, სადაც მისი რეზიდენცია მდებარეობს.

იმ ავტომობილის ჩხრეკისას, რომლითაც ილარიონი საკუთარ მძღოლთან ერთად გადაადგილდებოდა, პოლიციელებმა თეთრი ფხვნილით სავსე სამი პაკეტი აღმოაჩინეს. ნივთიერება ექსპერტიზაზე გაიგზავნა და ამჟამად შედეგები უკვე ცნობილია - „შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ ამოღებული თეთრი ფხვნილი კოკაინია“ - წერს გამოცემა Deník N.