სტატია
  1. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  2. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  3. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  4. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  5. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  6. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
  7. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  8. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
"ახლა სომხეთი ხდება რეგიონში ლიდერი დემოკრატიის მხრივ. ისინი უკვე იბარებენ ევროკავშირის დროშას საქართველოსგან"
პოლიტიკა

"ახლა სომხეთი ხდება რეგიონში ლიდერი დემოკრატიის მხრივ. ისინი უკვე იბარებენ ევროკავშირის დროშას საქართველოსგან"

"ანგარიში იქნება ძალიან კრიტიკული, ყველაზე კრიტიკული კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველაზე კრიტიკული და ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრების გამო, ესეც ქართული ოცნების დეზინფორმაციაა ჩემს შესახებ. როგორც ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანზე აქ, რომელიც თითქოსდა საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს, არა მე არ ვარ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს მეგობარი ვარ. მაგრამ სხვა მომხსენებლები, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან ზოგჯერ ჩემზე კრიტიკულებიც კი არიან. ამჯერად დებატებიც კი არ ყოფილა. ადამიანებმა ისაუბრეს და ერთ აზრზე იყვნენ, გარდა ერთი პრორუსული პოლიტიკური ჯგუფისა, რომელიც ძირითადად დაკომპლექტებულია "ალტერნატივა გერმანიისთვის" წვერებით, მაგრამ ეს კარგად ნაცნობი პრორუსი პოლიტიკოსები არიან და გასაკვირი არ არის, რომ სხვა მოსაზრებები ჰქონდეთ. ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ყველაზე დიდი მეგობარი ვიქტორ ორბანი იყო და მან მწარედ წააგო არჩევნები - ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი გარღვევაა. ევროკავშირის "ორბანიზაცია" არ მოხდა...

არიან სხვა ქვეყნებიც, "ქართული ოცნება" ცდილობს მათთან მუშაობას, რომ ნახეთ, საქართველო ასეთი მნიშვნელოვანია ევროპისთვის. განსაკუთრებით ახლა, როდესაც რუსეთი სანქციების ქვეშაა, ენერგოპოლიტიკა, ყველაფერი. ისინი იყენებენ ამ კარტს. მაგრამ საქართველო აღარ არის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ახლა სომხეთი ხდება რეგიონში ლიდერი დემოკრატიის მხრივ. ისინი უკვე იბარებენ ევროკავშირის დროშას საქართველოსგან, სამწუხაროდ ქართველებისთვის. ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სომხების მხარდაჭერა, რადგან ეს მათი იმედიც არის, რომ რეგიონში სულ არ დაიკარგოს ევროპული მიდგომა" - რასა იუკნევიჩიენე, ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე.