სტატია
  1. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  2. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  3. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  4. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  5. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  6. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
  7. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  8. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა სახდეპს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებას ავალებს
პოლიტიკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა სახდეპს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებას ავალებს

"კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის საწინააღმდეგო აქტი“-ს თანახმად, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ ცოტა ხნის წინ მიიღო, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა სახდეპს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებასა და 5-წლიანი სტრატეგიის შემუშავებას ავალებს.

წარმომადგენელთა პალატა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს დაზვერვისა და თავდაცვის მაღალჩინოსნებთან ერთად, ავალებს, რომ აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 180 დღეში წარადგინონ გასაიდუმლოებული ანგარიში, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევასა და შესაძლო თანამშრომლობას შეეხება.

კანონპროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ აშშ-ს 5-წლიანი სტრატეგიის შემუშავებასაც ავალებს, რომელიც შეაფასებს ორმხრივ კავშირებს, აშშ-ს დაფინანსებას, საქართველოს შიდა პოლიტიკურ გარემოსა და განსაზღვრავს, უნდა გააგრძელოს თუ არა აშშ-მ საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობაში ინვესტიციების ჩადება.

აღნიშნული აქტი წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და მისმა დემოკრატმა კოლეგამ, სტივ კოენმა წარუდგინეს.