სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
  2. თიბისი და AD BLACK SEA - 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
  3. შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში - მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
  4. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტმა პირველი პროცედურული ბარიერი გადალახა
  5. მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  6. განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
  7. AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
  8. ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
„მომავალ კვირას ჩვენ ვამზადებთ მნიშვნელოვან განცხადებებს პარტნიორებთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ"
ტექნოლოგიები

„მომავალ კვირას ჩვენ ვამზადებთ მნიშვნელოვან განცხადებებს პარტნიორებთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ"

„მომავალ კვირას ჩვენ ვამზადებთ მნიშვნელოვან განცხადებებს პარტნიორებთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. არ გვავიწყდება, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა და ჩვენი არმიის მხარდაჭერა მუდმივ პრიორიტეტებად რჩება. უსაფრთხოების შესახებ დამატებითი შეთანხმებები მზადდება. ინდოეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება უკვე გვაქვს და ახლა მის დასრულებაზე ვმუშაობთ, რათა ყველა დოკუმენტი მზად იყოს.

ასევე, ვემზადებით ევროპელ პარტნიორებთან შემდგომი მუშაობისთვის, რათა განვბლოკოთ უკრაინისთვის უკვე დამტკიცებული მხარდაჭერის პაკეტი, რომლის მოწოდებაც ჯერ კიდევ არ დაწყებულა. ჩვენ უკვე შევთანხმდით 10-წლიან ხელშეკრულებებზე სამ ქვეყანასთან: საუდის არაბეთთან, საამიროებსა და კატართან. 11 ქვეყნიდან უკვე გვაქვს მოთხოვნა, ესენია ახლო აღმოსავლეთი და ყურის ქვეყნები, დამატებით ნელ-ნელა კავკასიასაც ვაკვირდებით.

დრონების შესახებ შეთანხმების ფარგლებში იქნება სულ მცირე 10 სხვადასხვა ხელშეკრულება უკრაინული იარაღის ექსპორტის შესახებ. გათვალისწინებულია ერთობლივი წარმოება, ჩვენი საწარმოო ხაზების მშენებლობა როგორც უკრაინაში, ისე სხვა სახელმწიფოებში. ახალი ტექნოლოგიები, რომლებსაც ამა თუ იმ სახელმწიფოსთან ერთად ვამუშავებთ და რომლებშიც ისინი ინვესტიციას დებენ. ასევე, არსებობს შეთანხმება შესაბამისი მოცულობის ყოველწლიურ დაფინანსებაზე და დაფიქსირებულია წლების რაოდენობა. მეორე, ეს არის ევროპული ნაწილი. უკვე დაწყებულია მუშაობა გერმანიასთან, იტალიასთან, ნორვეგიასთან, შვედეთსა და ნიდერლანდებთან. რა თქმა უნდა, კარგი ურთიერთობები გვაქვს ბრიტანეთსა და საფრანგეთთანაც. დარწმუნებული ვარ, რომ იქაც ყველაფერი ანალოგიურად იქნება“ - წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.