სტატია
  1. რუსეთში, დაღესტნის ქალაქ კიზილიურტში გაზგამანაწილებელი სადგური იწვის
  2. ბოლო 24 საათში, რუსეთმა უკრაინაში 331 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა და 1440 სამხედრო დაკარგა
  3. უკრაინა მოსკოვს, ბრიანსკის, ვორონეჟსა და ბელგოროდს, დრონებით უტევს
  4. თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
  5. მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
  6. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა სახდეპს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებას ავალებს
  7. "საქართველოში არჩევნები გაყალბდა..."
  8. "საქართველოში რუსულ გავლენებთან დაკავშირებით შეშფოთება კვლავ არსებობს. ასევე შეშფოთების საგანია ქვეყნის შიგნით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გავლენა"
"საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამოსწორების არანაირი ნიშნები არ ჩანს"
საზოგადოება

"საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამოსწორების არანაირი ნიშნები არ ჩანს"

"საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამოსწორების არანაირი ნიშნები არ ჩანს. მინისტრებს ჰქონდათ მკაფიო გზავნილი, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი. და რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგში ნამდვილი ჩართულობა იქნება იმის დასტური, რომ მათ ნამდვილად სურთ კურსის შეცვლა.

თუ ზოგად განწყობაზე მეკითხებით, შემიძლიათ გიპასუხოთ დიახ, რადგან თუ ჩვენ სანქციებს დავუჭერთ მხარს, მაგალითად იმ პირების წინააღმდეგ ვინც ამ ქმედებებს სჩადიან ოპოზიციისა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ , 27 ქვეყნიდან 1 გვყავდა წინააღმდეგი. ახლა ბოლო დროინდელი ვითარებიდან გამომდინარე, კითხვები ისმის საქრათველოსან დაკავშირებითაც. მოიტანს თუ არა, ეს ახალ მომენტუმს ამ მიმართულებით?

არ შემიძლია მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ ვნახოთ. ნამდვილად, რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ დღეს გვქონდა კარგი დისკუსია ამაზე, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ საკითხს დავუბრუნდებით მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობები დასხდებიან მაგიდასთან. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ხელთ არსებულ ყუთშია.

ჩვენი მხრიდან არის ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი. და ჩვენი საბოლოო შეთანხმება იყო ის, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავუკავშირდეთ უფრო მეტად ქართველ ხალხს, ასევე თბილისის გარეთაც, რათა ვაჩვენოთ მათ, რომ ევროკავშირი მათ მხარესაა, რომ ჩვენ მოვდივართ კეთილი ნებით და, ამავდროულად, მივაწოდოთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მთავრობას, რომ ის კურსი, რომელიც მათ აირჩიეს, არ შეესაბამება იმ ღირებულებებს, რომლებსაც ევროპა წარმოადგენს" - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი.