ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 150 სამხედრო დაკარგა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაკარგებს შორისაა 738 დრონი. ასევე, 369 ავტომობილი და ავტოცისტერნა, 17 საარტილერიო სისტემა, 3 ერთეული სპეციალური ტექნიკა, 2 სახმელეთო რობოტული სისტემა, 32 საბრძოლო ჯავშანმანქანა და 1 ტანკი.
უკრაინის დადასტურებული მონაცემებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე რუსეთმა 1 633 130 სამხედრო დაკარგა.