სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
  2. თიბისი და AD BLACK SEA - 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
  3. შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში - მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
  4. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტმა პირველი პროცედურული ბარიერი გადალახა
  5. მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  6. განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
  7. AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
  8. ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
უნგრეთმა ვიქტორ ორბანის მმართველობისას მითვისებული თანხების დასაბრუნებლად სააგენტო შექმნა
საზოგადოება

უნგრეთმა ვიქტორ ორბანის მმართველობისას მითვისებული თანხების დასაბრუნებლად სააგენტო შექმნა

უნგრეთმა ვიქტორ ორბანის მმართველობისას მითვისებული თანხების დასაბრუნებლად სააგენტო შექმნა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს და წერს, რომ კანონმდებლებმა დაამტკიცეს აქტივების დაბრუნების ეროვნული სააგენტოს შექმნა, რომელსაც კორუფციასთან საბრძოლველად ფართო უფლებამოსილებები ენიჭება. მათივე ცნობით, ახალი ორგანო გააერთიანებს პროკურატურის, პოლიციისა და ფინანსური გამოძიების ფუნქციებს.

ამით შესრულდა პრემიერმინისტრ პიტერ მადიარის ერთ-ერთი მთავარი ანტიკორუფციული დაპირება, რომელიც მან აპრილის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ დადო. სააგენტოს ექნება უფლებამოსილება გამოიძიოს დანაშაულები, წარუდგინოს ბრალი ეჭვმიტანილებს, შეიტანოს სამოქალაქო სარჩელი აქტივების დასაბრუნებლად და დროებით თავის კონტროლქვეშ აიღოს ის კომპანიები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან უკანონოდ მოპოვებული სახელმწიფო ქონების ფლობაში.