სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
  2. ორბანის თანაგუნდელმა, პეტერ სიიარტომ, პარლამენტის დეპუტატის მანდატზე უარი თქვა. ის ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიაში BYD იწყებს მუშაობას
  3. "ყველა პრემიერ მინისტრმა იცის, როდესაც ჩირაღდანს ხელში აიღებს, დადგება დღე, როდესაც მას სხვებს გადასცემს, ეს დღე ჩემთვის დადგა"
  4. მედია: თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება იჰორ კლიმენკო, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებს
  5. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
  6. "რასაც უკრაინული რეჟიმი აკეთებს, მეკობრეობაც კი აღარ არის"
  7. უკრაინული დრონის დარტყმის შედეგად რუსული фсб-ის საპატრულო გემის განადგურება თანამგზავრული ფოტოებით დადასტურდა
  8. EU-მ მოლდოვასთან მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
შსს-მ, ბოლო 5 დღეში, რუსთაველის გადაკეტვის გამო, აქციის 29 მონაწილე დააკავა
სამართალი

შსს-მ, ბოლო 5 დღეში, რუსთაველის გადაკეტვის გამო, აქციის 29 მონაწილე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 5 დღის განმავლობაში, შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, რუსთაველის გამზირის უკანონოდ გადაკეტვის გამო, აქციის 29 მონაწილე დააკავეს.

აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების მიერ მათ მიმართ გაკეთებულ არაერთ მოწოდებას, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება და არ გადაეკეტათ გზის სავალი ნაწილი - მცირე რაოდენობის მიუხედავად, დემონსტრანტებმა კვლავ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი და ხელოვნურად შეაფერხეს ტრანსპორტის მოძრაობა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს.“ - შსს.