სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
  2. Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  3. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 590 სამხედრო დაკარგა
  4. „გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  5. თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
  6. “შუა დერეფანი და საქართველო” - თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა
  7. ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  8. ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
"როგორც ზურა გირჩი ჯაფარიძე გამოვუშვით პანჩურით, ისე უნდა გამოვუშვათ ეგენი, გეუბნებით მე თქვენ რა"
კულტურა

"როგორც ზურა გირჩი ჯაფარიძე გამოვუშვით პანჩურით, ისე უნდა გამოვუშვათ ეგენი, გეუბნებით მე თქვენ რა"

"ამას აუცილებლად გავაკეთებ - ხელმოწერების შეგროვება დავიწყოთ იმიტომ, რომ ამათი მთავარი ამბავი ის არის, რომ იყვნენ ციხეში და პოლიტიკური სპეკულაციები აკეთონ, პრესაში, მედიაში... მე მზია ამაღლობელსაც დავარტყამდი პანჩურს და გამოვაგდებდი, ვითომ მედიის კორიფეს, სახაროვის პრემია კი არა ჩვეულებრივი მოძალადეა, პოლიციელს დაარტყა სილა, რა სახაროვი, ყველამ იცის ეგ ამბავი ხომ? და ყველამ ნახა, ვის რაში სჭირდება შენი მედია, მედიები გყავთ აგერ გრიგოლიები და ქვეყანა მედიები ვერაფერს ვერ აკეთებენ, მზია ამაღლობელს რა უნდა გაეკეთებინა, ვინ იცნობდა საერთოდ მზია ამაღლობელს, "სახაროვის პრემია", მაგრები ხართ...

როგორც ზურა გირჩი ჯაფარიძე გამოვუშვით პანჩურით, ისე უნდა გამოვუშვათ ეგენი, გეუბნებით მე თქვენ რა, არ ღირს მაგათთან არავითარი ლოლიავი, პოლიტიკური პროტესტების აშენება მაგათ ხარჯზე, ასე რომ დავიწყებთ ჩვენ ხელმოწერების შეგროვებას მათ გათავისუფლებაზე და მაინტერესებს ვინ მოაწერთ ხელს და ვინ არა, რომ დაგადგებიან პირდაპირ ჟურნალისტები კალმისტრებით.

ხომ ხართ თან ბევრნი, ერთად ყველამ, რომ მოაწეროთ ჩვეულებრივ გამოვლენ და თუ თქვენ არ მოაწერთ, ჩვენ მოვაწერთ და მაინც გამოვლენ, ოღონდ პანჩურით" - განაცხადა ოცნების პროპაგანდისტმა, უცნობმა.