ზურა ჯაფარიძის წერილი საპატიმროდან:
- "გამომკეტეს და ელოდებიან, როდის მოვკვდები. ვერ ეღირსებით… ჩასმით ჩამსვეს, მაგრამ კანონის შესაბამისად, ადამიანურად გასამართლებაც კი ეზარებათ. ჩვენ პატიმრები არ ვართ, ჩვენ ვართ მძევლები. ჩვენ ვართ მძევლები, რომლებიც ცოცხლად არიან დამარხულები. მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ – ჩვენ ტყვეები ვართ. ჩვენ დაგვხოცავენ, თუ დადუმდებით. მოგვკლავენ, თუ დაგვივიწყებთ. ჩვენ ვცოცხლობთ, სანამ გახსოვართ, ჩვენზე ლაპარაკობთ და გვეხმარებით. ცოცხლები ვართ, სანამ თქვენ რუსთაველზე დადიხართ. მხოლოდ სიყვარული გვეხმარება. თქვენი სიყვარული გვეხმარება და ახანგრძლივებს სიცოცხლეს."
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "ღალატი ის კი არაა, როცა მტერს ებრძვი და თავს იცავ. ღალატი ისაა - როცა მტერს ურიგდები, კომპრომისზე მიდიხარ, ემონები, მონობას ეგუები და ამას მშვიდობას ეძახი. შეიგნეთ, რომ აქ, ამ ქვეყანაში, მონობას არასდროს ერქმევა მშვიდობა!"
- გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "ვნახე ვიდეო, ერთი ხუჭუჭა ბიჭის მომენტი, რომელიც გათიშული წევს ძირს, ამათი საამაყო წარმონაქმნი სამართალდამცავი წიხლს ურტყამს სახეში, მერე მიდის სპეცრაზმელი და კიდევ ურტყამს სახეში – ამას რომ ვუყურე, შემრცხვა ჩემი თავის, რომ ამას ვუყურებდი და ჩვეულებრივ ვაგრძელებდი ცხოვრებას, აღშფოთებით შემოვიფარგლებოდი, ჩემდა სამარცხვინოდ… ამან მაიძულა, ჩამეცვა და წავსულიყავი რუსთაველზე… მეგონა, ამის კონსტიტუციური უფლება მქონდა…"
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "9 თვეა, ტყვეობაში ვარ და ჯერ ვერ ამოვხსენი, რა მედება ბრალად. ე.წ. მოწმეებს ვუსმინე და კიდევ უფრო ვერ მივხვდი, რა არის ჩემი დანაშაული და რავი აბა. ამდენი „მოწმიდან” ერთსაც არ უთქვამს – რეზომ რაიმე დამიშავაო
და რა ვიცი, აბა. მე საიდან უნდა გავიგო ჩემგან რა უნდათ.
მე გეტყვით რა არის დანაშაული: დანაშაულია არ იცნობდე ჯანოს, დანაშაულია არ იცნობდე ანდროს, დანაშაულია არ იცნობდე ონისეს, დანაშაულია არ იცნობდე გიორგის, დანაშაული არ იცნობდე ირაკლის, დანაშაულია არ იცნობდე ვალერის, დანაშაულია არ იცნობდე ლუკას, დანაშაულია არ იცნობდე გურის, დანაშაულია არ იცნობდე რუსლანს, დანაშაულია არ იცნობდე სერგეის. ერთადერთი დანაშაული, რაც 9 თვის წინ, ანუ სანამ დამიჭერდნენ, მიმიძღოდა ეს იყო და ახლა ამისგანაც გავთავისუფლდი… მართლა დანაშაულია მათი არცნობა."
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "ადამიანის საცემად დაქირავებული სპეცრაზმელი ვერასდროს იქნება სამართალდამცველი და ეს თავადაც კარგად იცით. ანუ რას გვეუბნებით, ვიღაც ნიღბიანებს უნდა გავუჩერდეთ და დავალეწინოთ თავ-პირი? ეს გინდათ? თან მათ ამისთვის არაფერი ემუქრებათ, ციხეში მათ არ უშვებთ ჯგუფური ძალადობისთვის და ღირსების ორდენებს კიდებთ დასჯის ნაცვლად."
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "გიყვარდეთ ადამიანი, იზრუნეთ ადამიანებზე და თქვენივე ცხოვრება ამით უკეთესი და აზრიანი გახდება. დედამიწას სიყვარული ატრიალებს, სიკეთეს და სოლიდარობას კი ალტერნატივა არ აქვს. სხვისი ჭირი რომ შენი ჭირი გახდება, მაშინ ხარ ადამიანი"
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "ერთი დამემუქრა – დაბლა ჩავიყვანოთ და „კლიზმაზე“ დავსვათ ან შამპანურის ბოთლზეო. მეორემ უპასუხა, შეიძლება გაეპაროს, ბინძური საქმეა, ჰოდა ხელთათმანები გავიკეთოთო."
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "საქმე იმაში კი არ არის, მე რა განაჩენს გამომიტანენ, საქმე იმაშია, თუ რა განაჩენს გამოუტანენ საქართველოს. სასწორზე დგას საქართველოს მომავალი – ჩემი სასჯელი არაფერია იმასთან შედარებით, რა საფრთხის წინაშეც დგას საქართველო და ქართველი ხალხი”.
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "სამი პოლიციელი მაკავებდა და ორი ნიღბიანი მირტყამდა მუშტებს და ფეხებს თავის არეში, გადამამტვრიეს ხის ნივთები. ამის შემდეგ გადავიდნენ ოთახიდან და გამომძიებელმა ისევ მოითხოვა ოქმზე ხელის მოწერა, რაზეც მე უარი განვაცხადე და უკვე ამის შემდეგ ჩამომიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. იქაც უარი
განმიცხადეს სასწრაფოს გამოძახებაზე. ორი თვის მანძილზე მიჭირდა მოძრაობა და გადაადგილება."
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "ერთ-ერთი ასეთი შემოვარდნის დროს, როცა ჩემთან მოვიდა, ვიგრძენი და თავი ავწიე, შემაფურთხა სახეში, შემდეგ თავის თანამშრომლებს უთხრა, რომ წყალი არ მოეწოდებინათ და არც საპირფარეშოში გავეყვანე. ვერ წარმოვიდგენდი, ამას ვიტყოდი, როგორ მეუბნებიან ამას მე, მაგრამ: „ჩაიფსას, არ გაიყვანოთო”. ჩემი საქმის სამართლიანობის დასადგენად, თქვენივე პიროვნების, თქვენივე პროფესიის პატივისცემა და ჩვენი მტკიცებულებების შესწავლაც საკმარისია თქვენი მხრიდან და მაინც, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ დღეს, ხვალ, ზეგ, მინდა იცოდეთ, რომ თავს გამარჯვებულად მივიჩნევ."
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "დღეს ჩვენ გვკლავენ, მაგრამ მკვლელები არ გაჩერდებიან, მათ ჩვენი სისხლი არ ეყოფათ. ყველაფერი ძალიან ცუდადაა, მათ ყოველთვის ენდომებათ ახალი
სისხლი. ჩვენი სიცოცხლე და თავისუფლება უკვე გავწირეთ ადამიანის უფლებისთვის, დარჩეს ადამიანად და საკუთარ თავად, მაგრამ ჩვენ გვაქციეს წამებულებად."
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "ქალთა ციხეში გოგოები საშინელ პირობებში არიან. იქ თავისუფლებაზეც კი არ ვოცნებობთ – იმ პირობებზე ვოცნებობთ, რაც მამაკაცთა ციხეშია გლდანში. თუნდაც ექიმები რომ გვანახონ, თუნდაც ჩვენი ფულით შევძლოთ და რაღაცა ვიყიდოთ, რომ მაღაზიაში ყოველდღე ახალი და ნორმალური საჭმელი დაგვხვდეს."
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- დედაჩემი არ შემოუშვეს საქართველოში, მისთვის ფულის გამოძალვა უნდოდათ. მას სთხოვდნენ, დაახლოებით, 2000 დოლარს ხელზე და უთხრეს – თუ თქვენ ხელზე მოგვცემთ ამ ფულს, თქვენ ნახავთ თქვენს შვილსო, მაგრამ დედაჩემს ხელზე ფული არ ჰქონდა. ჰკითხა, რა ანგარიშზე უნდა გადაერიცხა [თანხა], რომ ჩემს ნათესავებს გადმოერიცხათ. უთხრეს, რომ მხოლოდ ხელზე აიღებდნენ ფულს"
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "ხანდახან მე მერთმევა მარცხენა ხელი და ფეხი, ხანდახან მარჯვენა ფეხი და ხელი. დღეს მარცხენა, ხვალ მარჯვენა. როცა მარჯვენა ხელი მერთმევა, გამოდის, რომ მე წერაც კი არ შემიძლია. […] უნდა აღვნიშნო, რომ რატომღაც ჩემი წერილები სადღაც იკარგება. როცა მე ვწერ წერილს ადამიანს, შემდეგ ისინი მირეკავენ და მეუბნებიან, ნასწია, როდის მომწერ წერილს, მაინტერესებს რას უკეთებენ ამ წერილებს."
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "თუმცა მაინც მაქვს შინაგანი შიში. მე მეშინია დამარცხების, რადგან არ მინდა, მომავალმა თაობებმა ამ მარცხის გამო გაგვკიცხონ. მე მეშინია დამარცხების, რადგან არ მინდა, რომ ბავშვები უსამართლო ქვეყანასა და დიქტატურაში გაიზარდონ. ამიტომ რითიც შევძლებ, სადამდეც შევძლებ, ვიბრძოლებ ბოლომდე. 19 წლის ბიჭისგან ამის მოსმენა უცნაურია, მაგრამ ეს ასეა, ჩემო მეგობრებო, მე არ დავნებდები."
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "ვისწავლე ცხოვრების 2 მთავარი
არსი – სიყვარული და თავისუფლება. გარეთ რომ ვიყავი ვერ ვაფასებდი თუნდაც სახლიდან მაღაზიამდე სიარულს, თუმცა ციხეში საკანში 7 ნაბიჯს დავდივარ. ზოგჯერ მგონია ეს ტანჯვა რასაც გავდივარ, უსასრულოა. მაგრამ ვითმენ, ვითმენ იმიტომ რომ ეს დროებითია, შეიძლეაბ სამართალი ურმით მოდის, ნელა მაგრამ დიდი სიმართლე მოაქვს. საახალწლოდ დაგეგმილი გვქონდა მე და მარიას წავსულიყავით ბაკურაინში, მაგრამ მომიწია 4 კედელში ყოფნა, აპრილს დაბადების დღე ჰქონდა, მინდოდა საზღვარგარეთ წავულიყავით სადმე ლამაზ ადგილას და ხელი იქ მეთხოვა,
მაგრამ ხელი ციხეზე მოვაწერეთ, არ მინდოდა ასე ყოფილიყო, მაგრამ ცხოვრება სურპრიზებით არის სავსე, არ ვიცით როდის რა მოხდება"
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "ჩვენ ვიბადებით გარკვეული უფლებებით, რასაც სახელმწიფო არ გვანიჭებს. ჩვენ გვაქვს დაბადებით შეძენილი უფლებები და რაც სახელმწიფოს არ უბოძია ჩემთვის, ვერ წამართმევს. მე გულწრფელად ვგრძნობდი, რომ თუ არ გავიდოდი ქუჩაში, თუ არ დავაფიქსირებდი ჩემს აზრს, შეიძლება, სირცხვილის გრძნობას, უბრალოდ, მოვეკალი და ეს ყოველთვის თან მდევდა, ეს შეგრძნება არის ყველაზე ცუდი, რაც ოდესმე მიგრძვნია. სულ რომ ადამიანები არ გამოსულიყვნენ იმ დღს პროტესტზე, აუცილებლად გავიდოდი, დავდგებოდი მარტოც რომ მომწეოდა, დავდგებოდი და ჩემს აზრს დავაფიქსირებდი, იმიტომ, რომ მე მაქვს გარკვეული მორალური მოთხოვნილებები, რისი დაკმაყოფილებაც ჩემთვის, ვფიქრობ, სასიცოცხლოდ აუცილებელია, მე ასე ვგრძნობ ყოველი შემთხვევისთვის“
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "დავიღალე, ძალიან დავიღალე, 20 წელი ომში მომიწია ცხოვრებამ. მაგრამ რაღაც ძალა არ მაძლევს [დანებების] საშუალებას. სამშობლოს სიყვარული უზარმაზარი ჭაობია, რაც უფრო ღრმად შედიხარ, რაც უფრო მიიწევ წინ, უფრო
მეტად ეფლობი შიგნით და ბოლოს მაინც გშთანთქავს. მაგრამ ერთი საუკეთესო თვისება აქვს სამშობლოს სიყვარულს, რომ სამშობლო აუცილებლად გიფასებს მისდამი სიყვარულს. მე ასე ვიცხოვრე მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება."
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "მე შემეძლო, ძალიან კარგად მეცხოვრა. აწყობილი სამშენებლო კომპანია მივატოვე და წავედი, რომ სოფელი არ დაცლილიყო საოკუპაციო ზოლთან. შემეძლო, კარგად მეცხოვრა, მაგრამ ვადლებულება გამაჩნდა. ციხისთვის კი არა, სიკვდილისთვის ვარ მზად ამ ქვეყნისთვის ნებისმიერ წამს. მე არ მინდა სიცოცხლე, თუ ჩვენი პარლამენტის თავზე რუსული დროშა იფრიალებს"
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "მინდა მივმართო პროკურორებს და თქვენ[მოსამართლე] ეს ჩემი აზრია და ჩემი სახელით ვლაპარაობ, სხვისი სახელით ლაპარაკის უფლება არც მაქვს. ჩემი მხრიდან გპატიობთ იმას, რასაც ჩემს მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდით… ბევრ უსამართლობას შეიძლება შეეჯახო ცხოვრებაში და ეს არ უნდა განაპირობებდეს იმას, რომ ადამიანის და ადამიანობის რწმენა დაკარგო.."
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "იმ რევაზის შვილი ვარ, 1988 წლიდან მოყოლებული ზვიად გამსახურიას და მერაბ კოსტავას გვერდით რომ იბრძოდა. 14 წლის ბავშვი ვიყავი, როცა 9 აპრილს მამაჩემის გვერდით… იქიდან მოყოლებული იწყება ბრძოლა, ჩემი ცხოვრება დაიწყო ბრძოლით ჩემი ბავშვობიდან, 50 წლის კაცი ვარ და არ გამომიტოვებია არაფერი, ვიყავი აფხაზეთშიც…
მე არ ვიბრძვი ჩემი სიკეთისთვის, მე ვიცავ ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს, ჩემს შვილიშვილებს, მე ვიცავ ჩემი საქართველოს ევროპულ მომავალს, მე მინდა ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ჰქონდეთ კარგი მომავალი… ამის გულისთვის ვისჯები…"
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "პიროვნულად ჩემთან მიმართებაში რაც დააშავეთ, მეც მიპატიებია, მაგრამ ქვეყანას რასაც უშავებთ, ნურას უკაცრავად…. აქ დარბაზში ზის დედაჩემი. დაახლოებით, იმ ასაკში დაკარგა დედა, რა ასაკშიც მამა დავკარგე მე და ფეხზე დგას, ამის შემდეგ მე რა წამაქცევს, სულ რომ უვადო მომცეთ? … ერთხელ, სანამ აქ მოვიდოდით, ქვემოთ მოსაცდელ საკანში ბიჭებს ვეუბნებოდი, აუ, რა მაგარია, ხვალ აბანო გვაქვს-მეთქი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ამ ფრაზას ვიტყოდი. რაში ვიცხოვრეთ, რა დღეში ვართ…"
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "მე დავინახე, რომ ბოროტება მხოლოდ ჩემს ქვეყანას კი არ ემუქრებოდა განადგურებით, არამედ სხვა ქვეყნებსაც. ერთ-ერთი არის საქართველო. პოლიტიკური სისტემა, რომელშიც მე დავიბადე, წარმოადგენდა საფრთხეს მთელი მსოფლიოსთვის. არ შემეძლო, მშვიდად მეყურებინა, რას აკეთებდა საბჭოთა რეჟიმი, ასევე პუტინის რეჟიმი ჩემს სამშობლოში. ეს ბოროტება მოქმედებდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. სისხლის მდინარეებს უშვებდა მთელს მსოფლიოში. ჩემი ქრისტიანული ვალი იყო, დამეცვა ყველა, ვინც შეიძლება, დაშავებულიყო ამის გამო. მათ შორის, მებრძოლა საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ და მისი დამოუკიდებლობისთვის."
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "მიყვარხართ ყველა, ვინც იბრძვით არა პირადი ინტერესებისთვის, არამედ სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადოს მოსამართლემ, მიიღეთ ის მშვიდად. თავი აწიეთ და იარეთ ამაყად, რადგან ჩვენ ყველა ისტორიულ მომენტში სწორ მხარეს ვდგავართ. თანაც როგორ ისტორიულ მომენტში. არ მეშინია არაფრის რაც საფრთხეს შეუქმნის ჩემს ფიზიკურ თავისუფლებას, ჩემს ჯანმრთელობას ან თუნდაც სიცოცხლეს. მე სხვა რღაცების უფრო მეშინია. მეშინია ვინმე არ დავჩაგრო, ვინმეს რამე არ წავართვა, არ დავამცირო, არ მოვატყუო."
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "ისწავლეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, იკითხეთ ქართული ლიტერატურა, ისწავლეთ, იკითხეთ, იშრომეთ თავდაუზოგავად და მაშინ მიხვდებით რისთვის ვიბრძვით, როდესაც თქვენს ცოდნას, ნიჭს და თავდაუზოგავ შრომას უნიჭო უსაქმურთა მლიქვნელობა გადაასწრებს. თუმცა თქვენ მაინც არ გაჩერდეთ. უფრო მეტად იშრომეთ და ყველაფერს მიაღწევთ… რასაც არ უნდა მიაღწიოთ, ხანდახან გადმოდით თქვენი ძვირადღირებული მანქანებიდან, ქუჩაში ფეხით გაიარეთ და ნახეთ, იქნებ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეს თქვენი ძვირადღირებული მანქანებიდან ჩანს. იქნებ ბევრ ადამიანს უჭირს და ცუდად ცხოვრობს თქვენგან განსხვავებით."
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "ჩვენ გვასამართლებენ საქართველოს სიყვარულის გამო, ჩვენ გვასამართლებენ იმის გამო, რომ ვიდექით იქ, რომ დაგვეცვა ჩვენი საქართველო, გვინდა ევროპა და აღარ გვინდა რუსეთი…
მე მინდა ვთქვა ასეთი რაღაც, ბატონო მოსამართლე: 1992 წლის 2 თებერვალს მე ძმა დავკარგე, 17 წლის ბიჭი, რომელსაც საქართველოს დროშა ეჭირა და 300 000 კაცს მიუძღვოდა წინ. ქართველმა ჯალათმა ესროლა მას ტყვია და
ადგილზე დაიღუპა. საქართველოს ბევრი გმირი ჰყავს ჩემი ძმის თამადობით, ბევრი სახელოვანი გმირი და ეს მთავრობა მათ სახელს ლახავს, ეს არ არის „ქართული ოცნება“, ეს არის „რუსული ოცნება“.
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "იმის მიუხედავად, რომ პროკურატურა ჩვენს მიმართ ბოროტებას სჩადის, მომავალში სავარაუდოდ გადავიკვეთებით როგორც ექიმი და პაციენტი, მაგრამ მე მოგიტევებთ დანაშაულს და კეთილსინდისიერად განვახორციელებ პროფესიულ ვალდებულებას. მინდა სიძლიერე და შემართება შეინარჩუნოს ჩემმა ოჯახმა, დამ მეუღლემ, მოგიწოდებთ ბოლომდე იბრძოლეთ, გამარჯვება აუცილებლად ჩვენი ქვეყნისაა"
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "საშიში არ არის ჩემთვის რამდენიმე წლის ციხეში გატარება, საშიშია როდესაც ქუჩაში მიდიხარ და არ იცი თავში რა დაგეცემა, საშიშია როდესაც ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი ადამიანი ქუჩაში თავს დაიწვავს სახელმწიფოსგან ყურადღების მისაქცევად. საშიშია, როდესაც ბავშვს გარეთ გაუშვებ და უკან ვერ დაბრუნდება, რადგან სადღაც დენმა დაარტყა, სადღაც ჩავარდა…"
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ გადაწყვეტილებები აქ, ამ შენობაში არ მიიღება, ამიტომ მინდა, გთხოვოთ, დღეს გამოცხადებულ განაჩენს შეხვდეთ ღირსეულად, რადგან მე ღირსეულად მივიღებ იმ განაჩენს, რასაც რეჟიმი გამომიტანს. არ ვაპირებ, დავუჩოქო რეჟიმს. გთხოვთ, იყავით ძლიერები, როგორც არასდროს და არ მინდა თქვენს თვალებზე ცრემლი დავინახო!"
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "პირველად მე პოლიციელებმა ხელკეტებით მცემეს 1989 წლის 25 თებერვალს, 9 აპრილამდე თვენახევრით ადრე. იმის მერე, კარმაა თუ ბედისწერა თუ მე ვარ შარიანი… ღმერთი რჯული, მხოლოდ ის მინდა, ჩემს ჩირგვებში მამყოფა, ამ საჯარო, სამოქალაქო დიდ ამბებს არ გამაკარა. ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული ვუყურებ ამდენ შეცდომას, სისულელეებისა და დანაშაულებების კასკადს, აგერ თითქმის უკვე 40 წელია."
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "ჩემი გმირები თქვენ ხართ, ვინც პირველი დღიდან დღემდე დგახართ რუსთაველზე, არ ნებდებით, კვლავ აგრძელებთ ბრძოლას მიუხედავად ბევრი წინაღობისა და იმედს მაძლევთ, რომ ქვეყანა გადარჩება."
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "შემდეგი იყო გლდანის ციხის ხედი, შორიდან ლამაზი იყო და სიტყვები: შეხედე ლუკა ეს შენი სოფელია, რომ ჩაგყლაპავს თავს ვერ დააღწევო... მე არ მეშინია დიდი ხნით ციხეში ყოფნა, მე მეშინია იმის, რომ დიდი ხნის შემდეგ ქვეყანა არ აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაშია, საიდანაც ამოსვლას უფრო დიდი ხანი მოუნდება... არ მინდა ჩემს შვილებს მოუწიოთ უკანონობის გადატანა.
დავასრულე."
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "ორი თვით ადრე, ვიდრე ეს ჩემი ამბავი მოხდებოდა, გაზეთმა “ბათუმელებმა” მთხოვა წერილის დაწერა მზიას შესახებ. ჩვეულებრივი ამბავი, კალამთან დაკავშირებული ადამიანი ვარ და მთხოვეს. დავწერე. შემდეგ აივანზე გავედი და ვიყავი კმაყოფილი და ბედნიერი, რომ დავწერე, მოვასწარი ვადებში, არ გავუმტყუნე იმედი. ჩემი სამივე კატა გამოვიდა, მომეტმასნა, გაზაფხულის კარგი ამინდი იყო, გავაბოლე თვითკმაყოფილმა – სინამდვილეში მწერლებს მაგრად გვიჭირს წერა. ძალიან. მერე უეცრად ვიგრძენი დიდი სირცხვილი, რომ აი, დავჯექი ამხელა კაცი, უბრალოდ დავწერე, მერე გმირულად რუსთაველზე გავალ და დიდი ალბათობით კიდევ ერთ ჯარიმას ავირტყამ!
მე მართლა მრცხვენია, პირადად ჩემს სირცხვილად ვთვილი, რომ ქართულმა პოლიციამ კი არა და, ივანიშვილმა და აი, ამ ხროვამ, მსოფლიო მოწყვლადობის, არ ვიცი, ისტორიასა და მითოლოგაიაში ახალი პარადგმა შემოაგორა, ახალი აქილევსის ქუსლი - ქართველი პოლიციელის ლოყა. რა უბედურებაა, ამაში როგორ უნდა ვიცხოვროთ. ეს როგორ უნდა ავიტანოთ. რა გადაწყვეტიელბაც არ უნდა გამოაცხადოთ (არ არის ეს პოეტიზირებული, თავგანწირული რაღაც სისულელე), ჩემი მომავალი გაცილებით მსუბუქია,
სანატრელიც კი, ვიდრე იმ ადამინების, რომლებიც ან საქმით ემსახურებიან, ან თუნდაც დუმილით ამყარებენ ამ უსამართლობას."
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას"
- "ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომლებიც ცეცხლს დავუდექით პირისპირ. ჩვენ გვწირავთ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს მბრძანებელს ბრძანება შეუსრულოთ. მაპატიეთ, მეგობრებო, მაგრამ მე უნდა დავტოვო დარბაზი, რადგან არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა. მაპატიეთ, მაგრამ ვტოვებ თქვენს ბინძურ სამფლობელოს. მივდივარ სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში."
- "გილოცავთ, გილოცავთ… საბოლოოდ გავსწორდით წელში… ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას".