სტატია
  1. ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
  2. მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
  3. თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები - კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
  4. თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
  5. სასაქონლო პროდუქტები გამოშვებასა და ექსპორტს კვლავ ზრდის, თუმცა რეალურ ეკონომიკაზე გავლენა შედარებით ზომიერია
  6. თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
  7. თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
  8. თიბისი IT აკადემია - სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
"...როდესაც სალოცავად ვდგებით, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის უმთავრესი საქმე, რომლის გარეშეც არცერთი სხვა საქმე ჩვენს ცხოვრებაში ჯეროვნად არ წარიმართება"
საზოგადოება

"...როდესაც სალოცავად ვდგებით, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის უმთავრესი საქმე, რომლის გარეშეც არცერთი სხვა საქმე ჩვენს ცხოვრებაში ჯეროვნად არ წარიმართება"

"...როდესაც სალოცავად ვდგებით, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის უმთავრესი საქმე, რომლის გარეშეც არცერთი სხვა საქმე ჩვენს ცხოვრებაში ჯეროვნად არ წარიმართება. ლოცვა არის ყველაზე ძლიერი რამ ამ დედამიწაზე, როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, არაფერი შეედრება ლოცვას და მის ძალას; ლოცვის დროს განქარდება მწუხარება, სევდა, გარბიან დემონები, ირღვევა ყოველგვარი წინააღმდეგობა, ცხრება ვნებები და ჩვენ ვდგავართ ჩვენი ზეციერი მამის წინაშე. როგორც ეს დიდი წმინდა მამა ამბობს, ყველაზე ღარიბიც რომ იყოს ადამიანი, ვინც ლოცვა იცის, ის მაინც ყველაზე მდიდარია, ხოლო ვინც ლოცვა არ იცის და არ მიმართავს ლოცვას, ოქროს ტახტზეც რომ იჯდეს, მეფის ტახტზეც რომ იჯდეს, ის მაინც ყველაზე ღარიბი იქნება.

ასე რომ, ვფიქრობთ დღეს მადლზე, ლოცვის მნიშვნელობაზე, სულიწმინდის მადლის მოხვეჭაზე, ოღონდ კიდევ არის ერთი მთავარი პირობა: იმისთვის, რომ ეს მადლი მივიღოთ, გვქონდეს ლოცვის კადნიერება და მადლი, უფალი ერთ პირობას გვიდებს: „მამას უყვარხართ თქვენ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ მე შემიყვარეთ და გწამთ, რომ მე ღვთისგან გამოვედი“ (ინ. 16, 27).

ასე რომ, თუ გვინდა, ეს მადლი და უფლება გვქონდეს, უფალი გვეუბნება, რომ უნდა ვიყოთ ქრისტესნი, უნდა გვწამდეს მისი, ვსწავლობდეთ მისგან და გვიყვარდეს იგი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დავით გარეჯელის ხსენებას! შეგვეწიოს მისი მადლი და ძალა. ეს წმინდა მონასტერი დაიფაროს და გააძლიეროს და მისი მეოხებით შეგვეწიოს უფალი, რომ მოვიპოვოთ ეს ლოცვის მადლი, სულიწმინდის მადლი, რათა გავხდეთ ტაძარი სულისა წმინდისა, რომ უფალი მკვიდრობდეს ჩვენში" - ამბობს პატრიარქი შიო III დღევანდელ ქადაგებაზე.