სტატია
  1. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  2. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  3. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  4. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  5. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  6. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
  7. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  8. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
"აქედან სინანული უნდა დავინახო და იქიდან მიმტევებლობა და მაშინ მოხდება შერიგება. სხვანაირად როგორ?"
საზოგადოება

"აქედან სინანული უნდა დავინახო და იქიდან მიმტევებლობა და მაშინ მოხდება შერიგება. სხვანაირად როგორ?"

„მე უწმინდეს შიოს მაგივრად პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ ჩემს პოზიციას ვიტყვი: როდესაც შეწყალება უნდა სთხოვო ადამიანებისთვის, იმ ადამიანებისგან უნდა გქონდეს იმის მხარდაჭერა, რომ ის დანაშაულები, რაც მოხდა, აღიარებულია. მე რომ ვარ შუამავალი, კრიმინალი გამოუშვი, ამას არ უნდა ვეუბნებოდე ხელისუფლებას, ამასთანაც უნდა დავილაპარაკო, იმასთანაც და აქედან სინანული უნდა დავინახო და იქიდან მიმტევებლობა და მაშინ მოხდება შერიგება. სხვანაირად როგორ? თუ ისინი გამოვიდნენ და იტყვიან: აი, ჩვენ გავიმარჯვეთ, დავამარცხეთ, ვინ იქნება ამის მიზეზი? - ახალი პატრიარქი შიო, რომელმაც მათ ასეთი ფუფუნება მოუწყო.

მერე პატრიარქ შიოს სხვები არ ეტყვიან, რომ ეს ხალხი რა დღეშია? რომ მოსთხოვე გათავისუფლება, ნახე რას აკეთებენ. რაღაც ისეთი უნდა მოხდეს, რომ მეუფე შიო უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოებრივად იმოქმედებენ და გარკვეული კონსენსუსი უნდა მოხდეს ძალოვნებსა და ამ ადამიანებს შორის, რათა არ მოხდეს კვლავ დაპირისპირება და ჩხუბი. პატრიარქი შიო რომ იტყვის, რომ შევიწყალოთ, იმათ არ უნდა ეგონოთ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ.

ეკლესიის გამოყენება უკეთური მიზნებისთვის არავის არ უნდა შეეძლოს. ყველას არ სჭირდება თავისი ზომა და წონა და როდესაც ეს ყველაფერი მშვიდობით და სიყვარულით არის, მაშინ შეიძლება დაელაპარაკები ადამიანს, შეგეცოდება, ეცდები რაღაც გააკეთო, დაეხმარო, ოღონდ იმისგან უნდა გქონდეს გარანტია, რომ რომ გამოუშვებ, რაღაც თავხედობას არ ჩაიდენს“ - ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე, პალიტრანიუსის ეთერში.