"შესანიშნავი საუბარი მქონდა კატარის პრემიერ-მინისტრთან, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანისთან, რომლის დროსაც ბევრი რამ განვიხილეთ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან დაკავშირებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კატარს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინს, ქუვეითს და სხვებს ურჩევნიათ სტატუს-კვოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისტორიაში უდიდესი საზღვაო ბლოკადისა და ახალი ოპერაცია „რკინის კარბჭის“ (Operation Iron Gate) გაგრძელება - შესაბამისად, ხმელეთზეც და ზღვაზეც.
ყველანი შეთანხმდნენ, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი - ეს განხილვას არ ექვემდებარება! იმ შემთხვევაში, თუ ახლო აღმოსავლეთში მოვლენები შეიცვლება, ამერიკის შეერთებული შტატები „სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია“ და მზადაა იმოქმედოს. თუმცა, ამ ეტაპზე ეს ნაკლებად სავარაუდოა. ისრაელი და მთელი ახლო აღმოსავლეთი დაცულნი არიან ირანული საფრთხეებისა და რისკებისგან. ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ დინამიკას ამ კონფლიქტის დასასრულისკენ და უზრუნველვყოფთ, რომ ამერიკის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული. ამ სამხედრო ჩართულობის დასრულებისას, ამერიკელი ხალხი და მთელი მსოფლიო ბევრად უფრო უსაფრთხოდ და დაცულად იქნებიან" - წერს აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.