სტატია
  1. ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  2. როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
  3. თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
  4. თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
  5. რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  6. “ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები - ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
  7. თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
  8. შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
"არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ამ ჩვენებას არ გაითვალისწინებდა საერთოდ, განა მარტო სასამართლო, ბრალდების მხარეც"
სამართალი

"არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ამ ჩვენებას არ გაითვალისწინებდა საერთოდ, განა მარტო სასამართლო, ბრალდების მხარეც"

"რაც შეეხება მტკიცებულებებს და ბრალს. არ ვიცი, იმდენად აბსურდულია, რანაირად გავაკეთო კომენტარი, თუმცა ის, რაც აღნიშნა ბრალდებამ და ზოგადად, ჩემი დაკავება მოხდა ერთი: მტკიცებულება იყო ირიბი და ჩვენება იყო შეცვლილი. მე მგონია, რომ არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ამ ჩვენებას არ გაითვალისწინებდა საერთოდ, განა მარტო სასამართლო, ბრალდების მხარეც არ გაითვალისწინებდა. ეს ერთი და მეორე მტკიცებულება იყო თითქოს შევნიღბე მე ლეგალიზაციის მიზნით და ამბობენ უძრავ ქონებას, რომელზეც მე თვითონ ვამბობ, არ გამიყიდია-მეთქი. თითქოს გაასხვისაო და იმით შეიძინაო. მე თვითონ არც ერთ ჩვენებაში არ მითქვამს, რომ ამით შევიძინე-მეთქი.

ქონება, რომელიც მე გავასხვისე, ის მათ შორის, მათი დასკვნაც ასახავს იმას, რომ ის თანხა დავფარე სხვა ორი ქონების რეალიზაციით, რომელიც ჩემს ოჯახს შეძენილი ჰქონდა 2011 და 2007 წელს. ორი ბინა, რომელიც ჩემს ოჯახს ჰქონდა შეძენილი ორივე ბინაზე მქონდა მათ შორის მქონდა დეკლარირებული. ერთი ბინის რეალიზაცია, რომელიც დედაჩემმა მოახდინა, ეჭვს არ იწვევს ბრალდების მხარისთვისაც. მეორე ბინა, რომელიც დეკლარაციაშიც ასახული მქონდა, ნასყიდობის ხელშეკრულება არსებობს და ფაქტობრივი მფლობელი ჰყავს - ამ ბინას აყენებენ ეჭვქვეშ. სხვა არგუმენტაცია ამას არ აქვს. ვაკონკრეტებ - ორი ბინა, რომელიც გავასხვისე და რომელიც იყო შეძენილი ჩემს საჯარო მოხელეობამდე, ამით შევიძინე ესპანეთის სახლი და რაც შეეხება იმ ფორმალურ თუ ფიქტიურ გადაფორმებას, მე თვითონ ვამბობ, იმით არ მიყიდია ის ბინა. ბინის საფასური, რომელიც დაახლოებით 500 ათასი ევრო ღირდა, დავფარე მე ორი ბინის რეალიზაციით. ეს არის ბრალდება, ამის საფუძველზე დამაკავეს მე“ - ჯუანშერ ბურჭულაძე სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას.