პარტიზანული მოძრაობა „ატეშის“ წევრებმა რუსეთში, სამარის ოლქში კავშირგაბმულობის ანძები გაანადგურეს. „ატეშის“ ცნობით, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების მწყობრიდან გამოყვანამ მოწინააღმდეგეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კოორდინაციის შესაძლებლობა წაართვა, რამაც თავდაცვის ძალებს საშუალება მისცა, 12 სექტემბერს ობიექტზე ზუსტი დარტყმა მიეტანათ.
„ტოლიატიკაუჩუკი“ რუსეთის ქიმიური მრეწველობის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს სინთეტიკური კაუჩუკითა და სპეციალიზებული მასალებით ამარაგებს. ქარხნის პროდუქცია გამოიყენება სამხედრო ტექნიკის საბურავების, ჯავშანტექნიკისა და სპეცმანქანების მაკომპლექტებლების, ასევე სამხედრო ავიაციისა და სარაკეტო სისტემების სხვადასხვა დეტალის წარმოებისთვის.