სტატია
  1. ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
  2. მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
  3. თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები - კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
  4. თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
  5. სასაქონლო პროდუქტები გამოშვებასა და ექსპორტს კვლავ ზრდის, თუმცა რეალურ ეკონომიკაზე გავლენა შედარებით ზომიერია
  6. თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
  7. თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
  8. თიბისი IT აკადემია - სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
"...ახლა იწყება ახალი ეპოქა. პატრიარქის მემკვიდრეობა"
საზოგადოება

"...ახლა იწყება ახალი ეპოქა. პატრიარქის მემკვიდრეობა"

"...ახლა იწყება ახალი ეპოქა. პატრიარქის მემკვიდრეობა, რაც მან აღასრულა და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მემკვიდრეობაში, რაც მან სითბო და სიყვარული დატოვა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში, თითოეული მღვდელმთავარი ამას ცდილობს და ეცდება უცილობლად, მაგრამ პატრიარქი არის პიროვნება, ილია მეორე, მას თავის ხელწერა ჰქონდა, მეორე ილია მეორე ვერ გვეყოლება და ჩვენ ამის მოლოდინი ფიზიკურად ვერ გვექნება, თუნდაც ის ბუმბერაზი ავტორიტეტი, რომელიც ამ ხუთი ათწლეულის განმავლობაში დაგროვდა.

მაგრამ ახლა ეკლესია, გარდა იმისა, რომ არის მისტიური სხეული ქრისტესი და ეს უკვე ქრისტიანთა უმრავლესობამ იცის კარგად და ხშირად იმეორებს, ეკლესიას აქვს ინსტიტუციური სხეული და ამ ინსტიტუციურ სხეულში უნდა მუშაობდეს სისტემა და მის ავტორიტეტზე ყოველდღიური ზრუნვაა საჭირო, მაგრამ არა უბრალოდ ფიქრი, რომ ავტორიტეტი გავზარდო, არამედ თავისი მისიის ღირსეულად აღსრულება, იმ მრავალმხრივი მიმართულებით, რაც ეკლესიას სჭირდება და ეკლესიას რა სჭირდება?

მისი პირველადი მისიაა, რომ ღვთის სიტყვა დანერგოს ხალხში, მაგრამ მეორადი და არანაკლები მისიაა, ის ყოველთვის იყო ქართველი ხალხის ჭირისუფალი, მისი ჭირისა და სიხარულის გამზიარებელი და ბუნებრივია, ეს მხოლოდ სიტყვებით ვერ გაკეთდება, ამას სჭირდება კონკრეტული გამოხატულება საქმეებში.

ხვალინდელი დღე არის საბედისწერო, სამომავლო ცხოვრების განმსაზღვრელი, ჩვენი ინსტიტუციური სხეულის - ჩვენი ეკლესიის, ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის, რადგან თვით კონსტიტუციით არის აღიარებული ეკლესიის განსაკუთრებული როლი ისტორიაში" - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი TV ფორმულას ეთერში.