სტატია
  1. ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
  2. მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
  3. თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები - კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
  4. თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
  5. სასაქონლო პროდუქტები გამოშვებასა და ექსპორტს კვლავ ზრდის, თუმცა რეალურ ეკონომიკაზე გავლენა შედარებით ზომიერია
  6. თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
  7. თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
  8. თიბისი IT აკადემია - სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს - შსს
სამართალი

გამოძიება სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული 4 ლიტრამდე ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“-ეს შემცველი სითხე და 16 შეკვრად დაფასოებული ამავე სახის ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ - შსს.