სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
  2. ორბანის თანაგუნდელმა, პეტერ სიიარტომ, პარლამენტის დეპუტატის მანდატზე უარი თქვა. ის ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიაში BYD იწყებს მუშაობას
  3. "ყველა პრემიერ მინისტრმა იცის, როდესაც ჩირაღდანს ხელში აიღებს, დადგება დღე, როდესაც მას სხვებს გადასცემს, ეს დღე ჩემთვის დადგა"
  4. მედია: თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება იჰორ კლიმენკო, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებს
  5. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
  6. "რასაც უკრაინული რეჟიმი აკეთებს, მეკობრეობაც კი აღარ არის"
  7. უკრაინული დრონის დარტყმის შედეგად რუსული фсб-ის საპატრულო გემის განადგურება თანამგზავრული ფოტოებით დადასტურდა
  8. EU-მ მოლდოვასთან მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
„გულწრფელ მადლობას გიხდით იმ გამორჩეული და უაღრესად გულთბილი მასპინძლობისთვის"
პოლიტიკა

„გულწრფელ მადლობას გიხდით იმ გამორჩეული და უაღრესად გულთბილი მასპინძლობისთვის"

„გულწრფელ მადლობას გიხდით იმ გამორჩეული და უაღრესად გულთბილი მასპინძლობისთვის, რომელიც თქვენ და თქვენმა გუნდმა მე და ჩემს დელეგაციას საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს გაგვიწიეთ. ჩვენი ორი ერის სითბო და ძმური ურთიერთობები ჩემი ვიზიტის ყოველ ეტაპზე განსაკუთრებულად იგრძნობოდა. სერბეთის რესპუბლიკა და საქართველო არ არის მხოლოდ ორი ქვეყანა, რომლებიც წარმატებით ავითარებენ ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ საერთო ფასეულობები გვაერთიანებს, მსგავსი ისტორია გვაქვს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან იყო გადაჯაჭვული და რომლის საფუძველსაც წარმოადგენს მართლმადიდებლური ქრისტიანობა, რომელმაც დროის უმძიმეს გამოცდებს გაუძლო. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სწრაფმა წინსვლამ და პროგრესმა, რომელსაც თქვენი ქვეყანა აღწევს, ასევე ლიდერებისა და ხელისუფლების მტკიცე სურვილმა, მთელი ძალისხმევა მიმართონ საქართველოს შემდგომი წარმატებისა და ხელშესახები შედეგების მიღწევისკენ. ამავდროულად, გულწრფელად მიხარია და ვამაყობ თქვენი წარმატებებით, რადგან სწორედ ამას იმსახურებენ თქვენი ქვეყანა და მოქალაქეები.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები ჯერ კიდევ წინაა, რაც სარგებელს მოუტანს როგორც ჩვენი ქვეყნების ბიზნესწრეებს, ისე ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობითა და მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან. ეს

განსაკუთრებით ნათლად იგრძნობოდა იმ დროის განმავლობაში, რომელიც თქვენ ასე გულუხვად დაგვითმეთ მე და ჩემს დელეგაციას. ვიდრე ოქტომბერში ბელგრადში გიმასპინძლებთ თქვენ, როგორც უძვირფასეს სტუმარს და ძმას, ვსარგებლობ შემთხვევით, კიდევ ერთხელ გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს და გიდასტურებთ გულითად პატივისცემას“ - საუბარია სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის მიერ გაგზავნილ წერილში.