პოლონეთმა რუსეთის კალინინგრადის ოლქის საზღვართან სპეციალური პრევენციული უსაფრთხოების ოპერაცია დაიწყო. აღნიშნული ზომები მიღებულია სამხედრო დაზვერვისა და მოკავშირეების გაფრთხილების ფონზე, რომელიც შესაძლო დივერსიებსა და შეიარაღებული ჯგუფების მიერ საზღვრის შესაძლო გარღვევის მცდელობებს ითვალისწინებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა RMF24 ავრცელებს და წერს, რომ პოლონეთის პოლიციის მთავარმა კომისარმა, მარეკ ბორონმა დაადასტურა, რომ რეაგირების კოორდინაციის მიზნით პოლიციის მთავარ სამმართველოში სპეციალური ოპერატიული შტაბი შეიქმნა.