სტატია
  1. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  2. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  3. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  4. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  5. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  6. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
  7. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  8. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
"ეს არ არის ჯგუფური ძალადობა? ამაში ვუხდით 14 ათას ლარს ამ ხალხს?"
პოლიტიკა

"ეს არ არის ჯგუფური ძალადობა? ამაში ვუხდით 14 ათას ლარს ამ ხალხს?"

„თუ მზია ამაღლობელის რეაქცია მძიმე შეურაცხყოფაზე, რომელმაც ოცნების სასამართლოს მტკიცებით, თურმე ფიზიკური ტკივილი გამოიწვია (რაც სს თვალსაზრისით ძალადობის კვალიფიკაციის შემადგენელი ნაწილია) დანაშაულია, ეს რა არის? ეს არ არის ჯგუფური ძალადობა? ამაში ვუხდით 14 ათას ლარს ამ ხალხს?

ოცნების წარმომადგენლების ძალადობა არ ისჯება?

ბანერზე წარწერის გამო საპატიმრო სასჯელია და ჯგუფურ ძალადობაზე პრემია?

ქუჩებში, პოლიციის განყოფილებებში და პარლამენტის შენობაში ძალადობაა ქრისტიანობა და ღირებულებების დაცვა?

ეს კითხვები არ არის ოცნებისთვის…

ეს არის კითხვები იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ჯერ კიდევ “მაგრამებით” საუბრობენ და ასეთ ამბებს ამართლებენ… ხშირად თავიანთი დუმილით და ყურადღების გადატანით…

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს შერჩევითი სამართალი. გრძელვადიანი გამოსავალი ამ ძალადობრივი სისტემიდან არის სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმა, რამდენიმე სისტემაში კონცენტრირებული ძალაუფლების დანაწილება და თავისუფალი, რეალურად დამოუკიდებელი სასამართლოს მშენებლობა, რაც შეუძლებელია პოლიტიკური ცვლილებების გარეშე...“ - წერს ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში, რითაც პარლამენტის შენობაში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება.