სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
  2. "ყველანი შეთანხმდნენ, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ეს განხილვას არ ექვემდებარება!"
  3. „თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  4. თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
  5. მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  6. "ამ სამხედრო ჩართულობის დასრულებისას, ამერიკელი ხალხი და მთელი მსოფლიო ბევრად უფრო უსაფრთხოდ და დაცულად იქნებიან"
  7. თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა
  8. მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
"ყველანი შეთანხმდნენ, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ეს განხილვას არ ექვემდებარება!"
მსოფლიო

"ყველანი შეთანხმდნენ, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ეს განხილვას არ ექვემდებარება!"

"შესანიშნავი საუბარი მქონდა კატარის პრემიერ-მინისტრთან, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანისთან, რომლის დროსაც ბევრი რამ განვიხილეთ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან დაკავშირებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კატარს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინს, ქუვეითს და სხვებს ურჩევნიათ სტატუს-კვოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისტორიაში უდიდესი საზღვაო ბლოკადისა და ახალი ოპერაცია „რკინის კარბჭის“ (Operation Iron Gate) გაგრძელება - შესაბამისად, ხმელეთზეც და ზღვაზეც.

იმ შემთხვევაში, თუ ახლო აღმოსავლეთში მოვლენები შეიცვლება, ამერიკის შეერთებული შტატები „სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია“ და მზადაა იმოქმედოს. თუმცა, ამ ეტაპზე ეს ნაკლებად სავარაუდოა. ისრაელი და მთელი ახლო აღმოსავლეთი დაცულნი არიან ირანული საფრთხეებისა და რისკებისგან. ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ დინამიკას ამ კონფლიქტის დასასრულისკენ და უზრუნველვყოფთ, რომ ამერიკის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული. ამ სამხედრო ჩართულობის დასრულებისას, ამერიკელი ხალხი და მთელი მსოფლიო ბევრად უფრო უსაფრთხოდ და დაცულად იქნებიან" - წერს ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.