სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
  2. თიბისი და AD BLACK SEA - 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
  3. შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში - მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
  4. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტმა პირველი პროცედურული ბარიერი გადალახა
  5. მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  6. განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
  7. AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
  8. ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
დანაშაული "20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ - შსს.
სამართალი

დანაშაული "20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ - შსს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ფაქტებზე 5 პირი: 2001 წელს დაბადებული ჰ.კ., წარსულში ნასამართლევები: 1964 წელს დაბადებული ნ. ხ, 1977 წელს დაბადებული დ.მ., უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1977 წელს დაბადებული რ.ს. და 2003 წელს დაბადებული ი.კ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის „მეთადონი“, „ალფა-პვპ“ , „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და „გამომშრალ მარიხუანა“.

ერთ-ერთი დაკავებულის დ.მ. -ს საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ - შსს.