სტატია
  1. რუსეთში, დაღესტნის ქალაქ კიზილიურტში გაზგამანაწილებელი სადგური იწვის
  2. ბოლო 24 საათში, რუსეთმა უკრაინაში 331 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა და 1440 სამხედრო დაკარგა
  3. უკრაინა მოსკოვს, ბრიანსკის, ვორონეჟსა და ბელგოროდს, დრონებით უტევს
  4. თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
  5. მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
  6. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა სახდეპს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებას ავალებს
  7. "საქართველოში არჩევნები გაყალბდა..."
  8. "საქართველოში რუსულ გავლენებთან დაკავშირებით შეშფოთება კვლავ არსებობს. ასევე შეშფოთების საგანია ქვეყნის შიგნით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გავლენა"
"63 პირს ბრალდება უზუსტდება" - პროკურატურა
სამართალი

"63 პირს ბრალდება უზუსტდება" - პროკურატურა

2025 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე, ბრალდებული 64 პირის მიმართ, მიმდინარეობს ბრალდების დაზუსტების პროცედურა.

63 პირს ბრალდება უზუსტდება მხოლოდ ფორმულირების და დანაშაულის ქმედების აღწერის ნაწილში და კვალიფიკაცია არ იცვლება.

ერთ ბრალდებულს - ნანა სანდერს კი ბრალდება კვალიფიკაციის ნაწილში უზუსტდება. ბრალდებულს ბრალად წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება), ხოლო ამჟამად ბრალდება წარედგინება როგორც 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე 317-ე მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ).

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.“ - პროკურატურა.