სტატია
  1. ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  2. როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
  3. თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
  4. თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
  5. რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  6. “ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები - ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
  7. თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
  8. შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
"რუსეთი იქამდე მივიდა ომით, რომ მათი მთავარი აღლუმიც კი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული"
პოლიტიკა

"რუსეთი იქამდე მივიდა ომით, რომ მათი მთავარი აღლუმიც კი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული"

„მსურს მადლობა გადავუხადო თითოეულ სახელმწიფოს, თითოეულ ლიდერს, რომელმაც მხარი დაუჭირა უკრაინას და ჩვენი სახელმწიფოს წინადადებას „სრული სიჩუმის“ დამყარების შესახებ, რომელიც რუსეთს შევთავაზეთ. დღევანდელი დღის მონაცემებით ვხედავთ, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჩვენს ამ წინადადებას მხოლოდ ახალი დარტყმებითა და თავდასხმებით უპასუხა. დღეს, ფაქტობრივად მთელი დღის განმავლობაში, თითქმის ყოველ საათში სხვადასხვა ოლქიდან მოდიოდა ცნობები დარტყმების შესახებ: დონეცკის ოლქი, ხარკოვის ოლქი, დნეპროპეტროვსკის ოლქი, სუმი და სუმის ოლქი, ჩერნიგოვის ოლქი, ზაპოროჟიე, ხერსონი. რუსეთს თავისი სამხედრო აქტივობის არც ერთი სახეობა არ შეუწყვეტია. სამწუხაროდ, არ შეუწყვეტია.

უკრაინა სარკისებურად იმოქმედებს. ღამისა და ხვალინდელი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენც განვსაზღვრავთ ჩვენს სრულიად სამართლიან პასუხებს.

რუსეთმა ჩვენგან მიიღო მკაფიო წინადადება „სიჩუმესა“ და დიპლომატიაზე და მათ იციან, როგორ დაუკავშირდნენ უკრაინას ან პარტნიორებს დეტალების შესათანხმებლად. თუ მოსკოვში იმ ერთადერთ პიროვნებას, რომელსაც ომის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, მხოლოდ ერთი აღლუმი აინტერესებს და მეტი არაფერი, მაშინ ეს სხვა საქმეა.

უკრაინა მზად არის იმუშაოს მშვიდობისთვის. უკრაინას სურს, რომ ეს ომი ღირსეულად დაასრულოს. რუსეთი იქამდე მივიდა ომით, რომ მათი მთავარი აღლუმიც კი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. და ეს არის მკაფიო სიგნალი: ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩვენთანაა, ვინც უკრაინის მხარესაა! დიდება უკრაინას!“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.