1 3 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა

მკვლელობა კახეთში - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი მის მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი კი საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაშია მოთავსებული. ის სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია. 

ოჯახის წევრების განცხადებით, ქალი ქმარს დაახლოებით 6 თვის წინ დაშორდა და ჯაფაროვთან გადავიდა საცხოვრებლად, ამის გამო ყოფილი ქმარი მათ ხშირად ემუქრებოდა.

ირკვევა, რომ კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა და მისი ქმარი მოკლა, წარსულში ყოფილ მეუღლეზე ძალადობის მუხლით იყო დაკავებული, მას წინასწარი პატიმრობაც ჰქონდა შეფარდებული, თუმცა, საპატიმრო დაწესებულება ორი თვის წინ დატოვა.

დამნაშავე ამ დრომდე თავისუფალია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლით დაიწყო.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები