0 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნიკა მელიას ვეღარ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობაში“ – დეკანოიძე

“რამდენიმე თვის წინ, მე დავტოვე პარტია სწორედ იმ პრობლემების გამო, რაზეც საუბრობდა ნიკა მელია ამ დროის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ ერთიანობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ეფემერული ერთიანობა, რაც გულისხმობს ადამიანების ავტომატურ ინტეგრაციას, რომლებიც ერთმანეთს არ ეთანხმებიან. მე ვერ გეტყვით, როგორი იქნება ერთიანობა, პირადად, თუ მკითხავთ, მე მას ვეღარ ვხედავ “ნაციონალურ მოძრაობაში”, იმიტომ, რომ იმ პრობლემებმა, რომელიც არის ამ პარტიაში, სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს საშუალება არ მოგვცა, რომ ამ პარტიაში გაგვეგრძელებინა საქმიანობა და ჩემთვის ეს იყო ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ჯერ მნიშვნელოვანია ნიკა მელიამ და ბევრმა ადამიანმა,რომელიც არის პარტიაში და ეს არ იქნება ალბათ მარტო ნიკას გადაწყვეტილება, მიიღოს თავისი გადაწყვეტილება, როგორ აგრძელებენ ისინი საქმიანობას. მე ვთვლი, რომ მიზნის გარშემო ერთიანობა მნიშვნელოვანია. ჩვენი, ყველას მიზანი არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა ემსახურებოდეს ოპოზიციური ფრონტის გაძლიერებას და არა დასუსტებას. ვფიქრობ, ავტომატური ერთიანობა არ გამოდის, ერთიანობა გამოდის მიზნის გარშემო”,

ასე აფასებს პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმად, 7 ოქტომბერს შეიკრიბებიან და საზოგადოებას გააცნობენ, თუ რა პლატფორმიდან იბრძოლებენ ხელისუფლების წინააღმდეგ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები