1 7 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თუ პატიოსნად ცხოვრობს საჯარო მოხელე, მას ჩარტერის დაქირავების შესაძლებლობა არ აქვს! - დეკანოიძე ღარიბაშვილის ამერიკაში ვიზიტზე

 ხატია დეკანოიძე ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკაში ოჯახთან ერთად ჩარტერით ვიზიტს გამოეხმაურა. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ პატიოსან საჯარო მოხელეს წესით ამის შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს.

„წარმოუდგენლად დიდი კლეპტოკრატიის, ოლიგარქიის და კორუფციის ნიშანია, როცა ერთ-ერთი ყველაზე უფრო ღატაკი ქვეყნის პრემიერი, რომლის მოქალაქეები ემიგრაციაში მიდიან და სხვა ქვეყანაში გადასვლისას უდაბნოში იღუპებიან, მაშინ როცა საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, მშობლებს არ აქვთ საშუალება ან წიგნი უყიდონ, ან ჩანთა, ან ყოველდღიურად მისცენ ის სამყოფი ფინანსები, რითაც ბავშვები დაიკმაყოფილებენ შიმშილის გრძნობას, იმ ქვეყნის პრემიერი, სადაც რეალურად ძალიან ბევრი პრობლემებია, თავს უფლებას აძლევს, დაიქირაოს ჩარტერი, ოჯახი გადააფრინოს საზღვარგარეთ. რა მნიშვნელობა აქვს, სად წავიდა ჩარტერით? ფაქტია, ჩარტერები ღირს ძვირი და ფაქტია, მას ამის შესაძლებლობა აქვს. საჯარო მოხელეს ჩარტერის დაქირავების შესაძლებლობა არ აქვს! მე თითქმის 20 წელი ვიყავი საჯარო მოხელე სხვადასხვა ქვეყანაში და თუ პატიოსნად ცხოვრობს საჯარო მოხელე, კორუფციაში არაა გახვეული, მას ამის შესაძლებლობა არ აქვს! ეს არის ტრაგედია, როცა საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც თავს უფლებას აძლევს კორუფციული ფულით იქირაოს ჩარტერები და გადაფრინდეს არ აქვს მნიშვნელობა - ნებისმიერ ქვეყანაში. მე იმედი არ მაქვს, რომ ახლა რაიმე იქნება გამოძიებული, მაგრამ დადგება დრო, როცა ყველას გაეცემა პასუხი ობიექტური მართლმსაჯულების მხრიდან, თუ საიდან ჰქონდათ ჩინოვნიკებს იმის თანხები, რომ ჩარტერი დაექირავებინათ. ჩარტერი მაგალითად, ნიუ-იორკიდან პარიზამდე ღირს 100 ათასი დოლარი, ინტერნეტშიც შეიძლება ამ ფასების მოძიება, ეს არის წარმოუდგენელი ფასები,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ღაიბაშვილის აშშ-ში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობის სტრატკომმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა“. სტრატკომი განმარტავს, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები