0 0 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთის მხარდაჭერით საგანმანათლებლო პროექტი ,,მზიურმცოდნე“ დაიწყო

ლიბერთის მხარდაჭერით, მზიურის  სოციალური კაფე, ერთი თვის განმავლობაში, ბავშვების საგანმამათლებლო პროექტს უმასპინძლებს. "მზიურმცოდნებავშვებისთვის სხვადასხვა მიმართულებით შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარებას ითვალისწინებს. მზიურის პარკის ტერიტორიაზე, კაფე მზიურის სივრცეში, პატარები შესაბამის ცოდნას მიიღებენ ბუნების, ეკოლოგიის, ცხოველებზე ზრუნვისა და ინკლუზიური განათლების შესახებ.

 

"კაფე მზიური, მეორე წელია, ლიბერთის მხარდაჭერით ვახორციელებთ "მზიურმცოდნეს". ეს არის  ჩვენი ერთ-ერთი საბავშვო და საგანმანათლებლო პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ მონაწილე ბავშვები ბუნების, ეკოლოგიის, ცხოველებზე ზრუნვის და ინკლუზიური გარემოს შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნის მიღებასთან ერთად, „მზიურმცოდნის“ საპატიო წოდებას და კურსის გავლის დამადასტურებელ სამკერდე ნიშნებს მიიღებენ"- ანა გოგუაძე, კაფე მზიურის დამფუძნებელი.

 

"ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტული მიმართულება განათლებაა და მოხარული ვართ, რომ ბანკის მხარდაჭერით კიდევ ერთი საინტერესო პროექტი შეიქმნა.  მზიურის სოციალური კაფე, მეორე წელია ახორციელებს პროექტს, "მზიურმცოდნე" და მასპინძლობს ეკოლოგიით, ბუნების დაცვითა და ცხოველებზე ზრუნვით დაინტერესებულ ბავშვებს. ზაფხულის განმავლობაში, ლიბერთი არაერთი მსგავსი ტიპის აქტივობას გეგმავს ბავშვების განათლების ხელშეწყობის მიმართულებით"- თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

 

 

ლიბერთი ბანკის შესახებ

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურებაბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება

კაფე მზიურის შესახებ

მზიურის კაფე სოციალური საწარმოა, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს მზიურის პარკის ტერიტორიაზე და მისი მიზანია ინკლუზიური გარემოს შექმნა და ჯანსაღი კვების პოპულარიზება; ეკომეგობრული მიდგომების დანერგვა; აგრეთვე გარემოსდაცვითი აქტივობების ორგანიზება და ინიციატივების მხარდაჭერა; დამწყები ხელოვანების აქტივობების დაგეგმვა, ტექნიკური უზრუნველოყოფა და საკომუნიკაციო მხარდაჭერა; ასევე სამოქალაქო აქტივისტებისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ხელშეწყობა საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები