1 4 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკმა 100 %-იანი გრანტის მფლობელ 4 სტუდენტს სტიპენდია გადასცა

საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ოთხ სტუდენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი შეფასება მიიღეს, სტუდენტური ბარათის სახელით ერთჯერადი სტიპენდიები გადასცა.

 

შალვა წერეთელი, ნინო ჩოჩიშვილი, ანა ქარჩავა, მათე გეგუჩაძე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ის  სტუდენტები არიან, ვინც მაღალი შედეგები აჩვენეს მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. სტიპენდიანტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ISET-ის საბაკალავრო ეკონომიკური პროგრამისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტზე სწავლობენ.

 

„საქართველოს ბანკისთვის, როგორც კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის განათლების მხარდაჭერა ერთერთ უცვლელ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განვახორციელეთ და მომავალშიც კიდევ ბევრი გვაქვს დაგეგმილი. მიგვაჩნია რომ, ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, და სწორედ ასეთ სტუდენტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ და მიაღწიონ წარმატებას. რათა საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად და მაღალკვალიფიციურ კადრებად, რომლებიც საკუთარ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებასა და უკეთეს მომავალში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები