2 3 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

უკრაინა პუტინთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს – ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა

უკრაინა ოფიციალურად ამბობს უარს პუტინთან მოლაპარაკებებზე. შესაბამის განკარგულებას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ,  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ხელი უკვე მოაწერა.

“უკრაინის პასუხი რუსეთის ფედერაციის მიერ ქვეყნის ტერიტორიების ანექსირების მცდელობას. ევროატლანტიკური სივრცის, უკრაინის უსაფრთხოებისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით”.- აღნიშნულია განკარგულებაში რომელიც პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ  პუტინმა უკრაინას მოლაპარაკებები და ცეცხლის შეწყვეტა 30 სექტემბერს, უკრაინის 4 ოკუპირებული რეგიონის ანექსიის გაფორმების პარალელურად შესთავაზა, რაზეც ზელენსკიმ, იმავე დღეს უარი განუცხადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები