1 9 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იტალიაში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა

იტალიაში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციას იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს.

უკვე ცნობილია, რომ ახალი შტამით ინფიცირებული პაციენტი ბრიტანეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც გასულ კვირას ქვეყანაში გამოჩნდა 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება.
ბრიტანეთის ჯანდაცვა ასევე ადასტურებს, რომ ამ დროისათვის, ლონდონში, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების 60%-ზე მეტში პაციენტები სწორედ ახალი სახეობით არიან დაავადებულები.

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უკვე შეზღუდა ფრენები გაერთიანებულ სამეფოსთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები