1 9 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

იანვრიდან პენსიონრებს პენსია 20-25 ლარით გაეზრდებათ

2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, 70 წლამდე პენსიონრებს პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარით გაიზრდებათ.

პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის კანონის პროექტით 2021 წლის პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონრებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად აღნიშნული წესით გამოთვლილი პენსიის ზრდა შეადგენს 20 ლარს (19.2 ლარი დამრგვალებული უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე), რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულ მინიმალურ ზრდაზე ნაკლებია, შესაბამისად 2021 წელს პენსია გაიზრდება 25 ლარით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები