1 2 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

“ახალშობილი დედამ პარკში გაახვია და ქუჩაში დატოვა…” – ბავშვის დედა დაკავებულია, მას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ბოდბეში, ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბავშვის დედა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ლ. ტ. დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, სიღნაღში დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქალმა მიმდინარე წლის 11 ივნისს, გამთენიისას, სოფელ ქვემო ბოდბეში იმშობიარა და პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი ამავე სოფლის ტერიტორიაზე დატოვა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს და ჩვილი დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები