ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვი...
ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლის შემდეგ, მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე წყვეტს თანამშრომლობას მარჯანიშვილის თეატრთან, ამის შესახებ იგი წერს თავის ფე...
|
20 სექტემბერს, 12:00 საათზე, ოზურგეთში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება. წარმომადგენლობა დასავლეთ რეგიონის მასშტაბით იმუშავებს და გურიის სამივე მუნიციპალიტეტს მოიცავს.
ღონისძიებას ოფიციალურად გახსნის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე. გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები „შემოქმედი“, „შვიდკაცა“ და „ბასიანი“, ადგილობირივ ტრიო "შალვა ჩემო" და მგალობელთა გუნდი, სალოტბარო სკოლის ჯგუფები ოზურგეთიდან, მესტიიდან და ონიდან.
საზეიმო გახსნაზე ასევე მიწვეულნი არიან მთავრობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ფოლკლორში მოღვაწე ცნობილი ადამიანები და მედია.ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობა გახდება გურიისა და ზოგადად დასავლეთ საქართველოს კულტურული ცენტრი,
„ქართული სიმღერა უნიკალურია მთელს მსოფლიოში, თავისი მრავალხმიანობითა და ტრადიციული საგალობლებით. თავის მხრივ, კიდევ უფრო გამორჩეულია გურია. სწორედ გურიაშია ყველაზე კარგად შემორჩენილი საგალობლების ცოცხლად შესრულების ტრადიცია, ამიტომაც ის უნიკალურია თავისი პოლიფონიურობით. გარდა ამისა, გურია დასავლეთ საქართველოს გულია, ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა სწორედ გურიაში გახსნილიყო. ამასთან, ოზურგეთი დასავლეთ საქართველოს სალოტბარო სკოლებისათვის მთავარი საკომუნიკაციო ცენტრი გახდება. ვიმედოვნებთ, რომ გამოფენები და კონცერტები თბილისიდან ოზურგეთში გადაინაცვლებს და ამით ცენტრი უფრო გამოაცოცხლებს დასავლეთ საქართველოს რეგიონს. გარდა ამისა, 2019 წელს, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის ძირითადი კონცერტები სწორედ ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გაიმართება. დიდი სურვილი მაქვს, აქვე მოეწყოს სამეცნიერო კონფერენციები, მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტები, მათაც გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება“ - აღნიშნავს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად კვლავინდებურად, სალოტბარო სკოლები რჩება, რომლებიც უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება. ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სალოტბარო სკოლების განვითარებას რეგიონში. ამჟამად, მთელ საქართველოში, 22 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 668 მოსწავლე უფასოდ ეუფლება ქართულ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას. პირველი სალოტბარო სკოლა, მთავრობის დიდი ხელშეწყობით, 2015 წელს გაიხსნა, ამას მოჰყვა რამდენიმე სხვა რეგიონიც. 2018 წლის ბოლოსთვის, დამატებით კიდევ 3 სალოტბარო სკოლის გახსნაა დაგეგმილი.საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა. შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. განხორციელდა შიდა ინტერიერისა და გარე ფასადის სრულად რეაბილიტაცია: შენობის გადახურვა, ფასადის მოპირკეთება, განახლდა შენობის ინფრასტრუქტურა და კეთილმოეწყო ეზო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შენობა აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკითა და ყველა საჭირო ინვენტარით.შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 1639892.38 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 1300 კვადრატულ მეტრზე, რომელიც 4 სართულს მოიცავს, განთავსდა თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ხმის ჩამწერი სტუდია, არქივი, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზები, სალოტბარო სკოლა და ადმინისტრაცია. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლის შემდეგ, მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე წყვეტს თანამშრომლობას მარჯანიშვილის თეატრთან, ამის შესახებ იგი წერს თავის ფე...
ხატვა გრძნობების, აღქმულისა და აღსაქმელის, გარესამყაროს საკუთარი ფანტაზიით გადმოცემის საშუალებაა, ნიჭია, რომელიც ყველას არ აქვს. მხატვარ დავით მურაჩაშვილის შემოქმედების ხილვისას ერთი აზრი გებადება...
პიანისტი, გიორგი გიგაშვილი, რომელიც რუბინშტეინის კონკურსის ფინალში გავიდა, სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას ჟიურის საბოლოო შედეგებს უზიარებს და წერს, რომ მეორე ადგილზე გავიდა. გიორგი გიგაშვილი ...
თამარ მაყაშვილის სკადანლი - ბათუმის დრამატულმა თეატრმა მსახიობი რეპერტუარიდან მოხსნა. ამის შესახებ თეატრის განცხადებაშია ნათქვამი:„ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატუ...
ცნობილია, რომ რუსეთ - უკრაინის ომს მომღერალი დღემდე აპროტესტებს. მიუხედავად იმისა, რომ ის მომღერლად და წარმატებულ ხელოვანად რუსეთში ჩამოყალიბა და რუსი ხალხისგან სიყვარულითაა დავალებული, რუსულ პოლიტიკ...
დიდი ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე ასი წლის წინ, 1921 წლის 10 ივლისს, ქუთაისის სოფელ ბაღდათში დაიბადა. მისი დაბადებიდან 100 წლისთავს კი ბარიტონი დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში " დავით ღვინიანიძის ხ...
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. პირველ წრეში ბექაური პოლონელ კუჩერას შეხვდა და მოწინ...
დეკემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები