ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვი...
ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლის შემდეგ, მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე წყვეტს თანამშრომლობას მარჯანიშვილის თეატრთან, ამის შესახებ იგი წერს თავის ფე...
|
ლიო პრობლემების გადასაჭრელად ისიც საკმარისია, რაც განასხვავებს იმას, რასაც ვაკეთებთ, იმისგან, რის გაკეთებაც შეგვიძლია.“
მაჰათმა განდი ერთ ღარიბ, გაუნათლებელ მაგრამ ძალიან პატიოსან ოჯახში დაიბადა და მერე ინდოეთის სულიერი ლიდერი გახდა. მან გაათავისუფლა ინდოელები ბრიტანელებისგან, შექმნა ორგანიზაცია, რომელიც ძალადობის გარეშე აგვარებდა კონფლიქტს და მისი დამსახურებაა, რომ ინდოეთი დღემდე არ ებმება ტერორიზმსა და ომებში. ის იყო ადამიანი, რომელმაც შეცვალა სამყარო. ასე რომ, თუკი სამყაროს შეცვლა განგიზრახავთ, ჩვენ მის რჩევებს შემოგთავაზებთ:
თუკი შეიცვლით აზრებს, შეიცვლება თქვენი გრძნობები და თქვენი ქმედებები. თუკი შეიცვლება თქვენი აზრები, გრძნობები და ქმედებები, შეიცვლებით თქვენც და თუკი თქვენ შეიცვლებით, შეიცვლება სამყაროც. ადამიანი თავისი ფიქრების ნაყოფია, რასაც იფიქრებს, ის გახდება. იმიტომ კი არა, რომ გარემოს ახალი ლინზით გასცქერით, არამედ იმიტომ, რომ თქვენ ამ სამყაროს შემადგენელი ნაწილი ხართ და დეტალის შეცვლა ავტომატურად ცვლის მთლიანს.
ასე, რომ შეცვალეთ, საკუთარი თავი!
არ არსებობს ნეგატიური და პოზიტიური ფაქტები, არსებობს მხოლოდ ნეგატიური და პოზიტიური დამოკიდებულებები. დამოკიდებულებები კი მხოლოდ თქვენი რეაქციებია და რა რეაქცია გექნებათ კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით, ყოველთვის თქვენზეა დამოკიდებული. შესაძლოა არსებობდეს ერთგვარი ზოგადი წესი, საზოგადოებაში მიღებული ნორმა, თუ რა უნდა ვიგრძნოთ ამა თუ იმ სიტუაციაში, თუმცა თქვენ შეგიძლიათ იყოთ განსხვავებული და თავად აირჩიოთ როგორი დამოკიდებულება გქონდეთ.
და როცა გააცნობიერებთ, რომ გარემო ვერ ახდენს თქვენზე ვერანაირ ზემოქმედებას და საკუთარ შეგრძნებებს მხოლოდ თავად აკონტროლებთ, მიხვდებით ამ გამოთქმის არსსაც – "გინდა ბედნიერი იყოს? იყავი!“
აკონტროლეთ საკუთარი რეაქციები.
"სუსტი ვერასოდეს პატიობს. პატიება ძლიერი ხასიათის თვისებაა.“ იყავით ძლიერი!
ბოროტებას ბოროტებით ვერასოდეს დაამარცხებთ. გახსოვდეთ, რომ ცუდის დამახსოვრება, ისევ თქვენ მოგწამლავთ და თქვენ გავნებთ. "თქვენ არ ისჯებით სიბრაზისთვის, თქვენ ისჯებით სიბრაზით”… გარდა ამისა, თუკი მოახერხეთ და იძიეთ შური… მიზეზი ქმედებას არ ამართლებს… თქვენც ბოროტების შემოქმედი ხდებით…. "სხვისი ქმედებები სხვისი კარმაა, ამ ქმედებებზე თქვენი რეაგირება კი – თქვენი“…
აპატიეთ!
ბევრად უფრო მარტივია წაიკითხო ლექცია ნაბიჯის გადადგმის შესახებ, ვიდრე პრაქტიკულად გადადგა ეს ნაბიჯი. სხვა სხვის ომში ბრძენიაო, გაგიგიათ ალბათ. ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ქადაგად დავარდნილ ადამიანებს, რომელთაც საკუთარი ცოდნის გამოყენება არ ძალუძთ. ცოდნას კი მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუკი ცხოვრებაში ვიყენებთ. ასე რომ იმოქმედეთ! ვინც არ მოქმედებს, წინაც ვერ მიდის!
5. "ჯერ გაიგნორებენ, მერე დაგცინიან, მერე გებრძვიან, მერე იმარჯვებ.“
იყავი შეუპოვარი და ნელ-ნელა ყველა წინააღმდეგობა გაქრება და გზიდან ჩამოგეცლება. ერთადერთი, რამაც შეიძლება შენი შეჩერება მოახერხოს თვითსაბოტაჟია. გაბედე და ნუ მისცემ შიშს უფლებას მიზნისკენ მიმავალი გზიდან გადაგახვევინოს. აკეთე ის, რის კეთებაც ყველაზე მეტად გინდა და თან არასოდეს დანებდე. იმათ, ვინც ნებდება წარმოდგენაც არ აქვთ რა ახლოს იყვნენ მიზანთან და მერე იმედგაცრუებულები ცდილობენ შენც გული გაგიტეხონ, რადგან არ სურთ მიაღწიოთ იმას, რაც თავად ვერ მოახერხეს. არასოდეს შეწყვიტო ბრძოლა, არასოდეს! უდიდესი ძლიერება – მტკიცე ნებისყოფაა და არა ფიზიკური ძლიერება.
6. "ბედნიერი და თავისუფალი მაშინ ხარ, როცა რასაც ფიქრობ, რასაც ამბობ და რასაც აკეთებ ერთმანეთთან ჰარმონიაშია“
შენ ხარ შენი ფიქრების, ემოციებისა და ნების ერთობლიობა, თუკი ამ ყველაფრის მართვა და ერთმანეთთან ჰარმონიაში მოყვანა მოახერხე, მაშინ ხარ ჭეშმარიტად "თავის უფალი“. თავისუფლება კი ყველაზე დიდი ადამიანური ღირებულებაა. "მე უზომოდ მიყვარს ჩემო თავისუფლება, ამიტომ ისეთს არაფერს ჩავიდენ, რომ შევზღუდო სხვისი თავისუფლება.“
7. "ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კანონი – მუდმივი განვითარებაა, ის ვინც საკუთარ დოგმებში გამომწყვდეული ცხოვრობს და გონების გახსნა არ სურს, არასწორად ცხოვრობს.“
ყველაზე დიდი შეცდომაა იფიქრო, რომ რაღაც იცი. შენ არაფერი იცი, შენ მოსწავლე ხარ და მიღებული ფრიადი მხოლოდ სტიმულია უფრო მეტი ცოდნის მიღებისთვის. არასოდეს შეწყვიტო განვითარება, გაუხსენი გონება ახალ იდეებს, ახალ ცოდნას. ნუ მისცემ საშუალებას შენში არსებულ დოგმებს არ მოგცეს საგნების ახლებურად აღქმის საშუალება. კარგი წიგნი, რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხო, იმდენჯერ იპოვი ახალს, ცხოვრება კარგი წიგნია, ნუ შეწყვეტ მის კითხვას ისევ და ისევ.
ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლის შემდეგ, მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე წყვეტს თანამშრომლობას მარჯანიშვილის თეატრთან, ამის შესახებ იგი წერს თავის ფე...
ხატვა გრძნობების, აღქმულისა და აღსაქმელის, გარესამყაროს საკუთარი ფანტაზიით გადმოცემის საშუალებაა, ნიჭია, რომელიც ყველას არ აქვს. მხატვარ დავით მურაჩაშვილის შემოქმედების ხილვისას ერთი აზრი გებადება...
პიანისტი, გიორგი გიგაშვილი, რომელიც რუბინშტეინის კონკურსის ფინალში გავიდა, სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას ჟიურის საბოლოო შედეგებს უზიარებს და წერს, რომ მეორე ადგილზე გავიდა. გიორგი გიგაშვილი ...
თამარ მაყაშვილის სკადანლი - ბათუმის დრამატულმა თეატრმა მსახიობი რეპერტუარიდან მოხსნა. ამის შესახებ თეატრის განცხადებაშია ნათქვამი:„ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატუ...
ცნობილია, რომ რუსეთ - უკრაინის ომს მომღერალი დღემდე აპროტესტებს. მიუხედავად იმისა, რომ ის მომღერლად და წარმატებულ ხელოვანად რუსეთში ჩამოყალიბა და რუსი ხალხისგან სიყვარულითაა დავალებული, რუსულ პოლიტიკ...
დიდი ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე ასი წლის წინ, 1921 წლის 10 ივლისს, ქუთაისის სოფელ ბაღდათში დაიბადა. მისი დაბადებიდან 100 წლისთავს კი ბარიტონი დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში " დავით ღვინიანიძის ხ...
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. პირველ წრეში ბექაური პოლონელ კუჩერას შეხვდა და მოწინ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები