2 0 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

მტკვარზე ტივი, ტივზე ტიკები

ჩამოტვირთვა

ეს ლექსი ახალგაზრდა პოეტმა დედაქალაქს მიუძღვნა. 12 საათიდან თბილისელთა საყვარელი დღესასწაული ძველ თბილისში გაიხსნა. სპეციალურად ამ დღისთვის რამდენიმე ღონისძიება დაიგეგმა. თბილისობა უზარმაზარი ტორტის გაჭრითა და ხილის ფესტივალით დაიწყო, შემდეგ კი სხვადასხვა ჟანრის კონცერტებით, პანტომიმითა და სხვადასხვა გასართობით გაგარძელდა. გორგასლის მოედანზე ღვინისა და ქართული ტრადიციების მოყვარულებმა გიგანტურ საწნახელში ყურძენიც დაწურეს, შემდეგ კი სახელდახელოდ მოდუღებულ თათარაში ჩურჩხელების ამოვლებაც არ დაიზარეს. თბილისობასთან დაკავშირებით, გორგასლის ხიდი გადაიკეტა და ავტოშოუ მოეწყო. ძველი ავტომობილების გარდა, ორიგინალური ეგზემპლარები, ხელნაკეთი სამხედრო და ულტრათანამედროვე ტიპის ავტომობილები გამოიფინა. ღონისძიების ფარგლებში, დღეს, ფოტოხელოვან ირმა შარიქაძისა და თბილისის სამხატვრო სკოლების გამოფენაც მოეწყო, გარდა ამისა გორგასლის მოედანზე ქართული საბრძოლო ხელოვნება წარადგინეს. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისელებსა და თბილისის სტუმრებს მტკვარზე ყარაჩოღლებთან ერთად გასეირნების შესაძლებლობა მიეცათ თბილისობის დღევანდელი ღონისძიებები 22.00 საათზე, ევროპის მოედანზე, გალა-კონცერტით დასრულდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები