1 8 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“უბედნიერესი ვარ!” – 15 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილმა ამერიკაში “ნიჭიერში” გაიმარჯვა

15 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი აშშ-ში, კონექტიკუტის “ნიჭიერის” გამარჯვებული გახდა. მომღერალმა ამის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. 

“უბედნიერესი ვარ!!! გავიმარჯვე კონექტიკუტის “ნიჭიერში”, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას ჩემი მხარდაჭერისათვის, ყველანაირი სირთულე გადავლახეთ, ყველანაირი გამოწვევა და კონკურენცია და მაინც, მაინც შევძელით გამარჯვება უბედნიერესი ვარ რადგან დღევანდელმა დღემ მე მომცა მოვალის რწმენა, ეს არის პირველი კონკურსი ჩემი პაუზის შემდეგ და ამიტომ ორმაგად ვნერვიულობდი, ამას დაემატა ის რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა ჩემს საგულშემატკივროდ სხვა შტატებიდან და ძალიან მინდოდა, რომ ისინი მესახელებინა და გამარჯვებით დასრულებულიყო ეს ყველაფერი! და ასეც მოხდა, უფალი ჩვენთანაა!!!” – წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი.

ცნობისთვის, 21 ნოემბერს ქართველი მომღერალი “ოქროს ღილაკით” პირდაპირ ფინალურ შოუში მოხვდა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები