სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
  2. თიბისი და AD BLACK SEA - 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
  3. შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში - მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
  4. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტმა პირველი პროცედურული ბარიერი გადალახა
  5. მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  6. განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
  7. AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
  8. ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
"გიორგი მამარდაშვილის გუშინდელი სტატუსი ბევრისთვის ზღვარი და მიუღებელი აღმოჩნდა"
სპორტი

"გიორგი მამარდაშვილის გუშინდელი სტატუსი ბევრისთვის ზღვარი და მიუღებელი აღმოჩნდა"

"ვიღაცას მართლა, რეალურად ჰგონია, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს მხოლოდ “ქართული ოცნების” გულმხურვალე მხარდამჭერები (ან ხეირი რომ აქვთ ისეთ მხარდამჭერები) ქომაგობენ, თუ როგორაა საქმე?

ამ ქვეყანაში საკმაოდ ბევრი ადამიანია, რომელიც “ქართული ოცნების” მხარდამჭერი არაა (აი, კოლექტიური ნაცები და მოღალატეები რა), ამ ბევრიდან კი საკმაოდ ბევრია ისეთი, რომელიც საქართველოს ნაკრებს ქომაგობს და ამ ბევრიდან, საკმაოდ ბევრია ისეთი, რომელსაც გულწრფელად დაწყდა გული რაღაცებზე…

მაგალითად სახელმწიფო, ნიღბიანი სპეცრაზმის სახით, უკვე დაკავებულ და დაჭერილ ხალხს თავპირს რომ უერთიანებდა, ბევრმა მაგ დროს მხარდაჭერა ვერ იგრძნო; ბევრს გული დაწყდა მაგალითად იმაზე, როცა თავისი საყვარელი ნაკრების 4 წევრი “ქართული ოცნების” საარჩევნო კლიპში ნახა;

მაგალითად იმაზე, გულშემატკივარი რეზო კიკნაძე პოლიციელის მისამართით “ქვის” სროლის გამო, ორი წლით ციხეში რომ ჩასვეს და ხმა არავის ამოუღია...

კიდევ ბევრი რამ იყო, მაგრამ მიუხედავად ამ გულდაწყვეტებისა, ალაგ-ალაგ თუ არ ჩავთვლით, ამ გულშემატკივრების დიდ ნაწილს (აი, უცხოეთის აგენტ მოღალატეებს რა, კოლექტიურ ნაცებს), ფეხბურთელების მისამართით ცუდი არაფერი უთქვამთ - თავის გულდაწყვეტას და სევდას ჩუმად ან ერთმანეთთან საუბარში იქარვებდნენ, მაგრამ გიორგი მამარდაშვილის გუშინდელი სტატუსი ბევრისთვის ზღვარი და მიუღებელი აღმოჩნდა.

რატომ? რატომ გამოიწვია აგრესია ხალხში მაგ სტატუსმა? ზოგი მხოლოდ სპორტული მიზეზებით გაბრაზდა, ზოგი არამხოლოდ. რატომ?

საქართველოს ნაკრები ყველასია. რამდენიც არ უნდა იძახონ “ქოცების” ტროლებმა, რომ ვინც “ქართული ოცნებისკენ” არაა, ყველა ქვეყნის მოღალატე, ნაცი და აგენტია, ნორმალურმა ადამიანმა იცის, რომ ეგრე არაა და თუ ფეხბურთელმა იგრძნო, რომ თურმე ვიღაცები გვერდში ისე აღარ უდგანან, იქნებ თავის თავშიც იპოვოს მიზეზები და შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ეგ მიზეზები მხოლოდ სპორტული არაა.

არაფერს ვიგონებ თან, არც ჩემ თავზე ვსაუბრობ აქ, უბრალოდ რასაც ვხედავ და რა განწყობასაც ვხედავ ხალხში, იმას ვამბობ: ძალიან ბევრ ადამიანს, ბევრი მიზეზის გამო, გული აუცრუვდა ძალიან ბევრ რამეზე, მათ შორის ფეხბურთელებზე და არც ნაცები, არც აგენტები და არც მოღალატეები არიან ეგ ადამიანები, ჩვეულებრივი ადამიანები არიან" - წერს სპორტული ჟურნალისტი ტატო ბაციკაძე სოციალურ ქსელში.