სტატია
  1. თიბისი ტექსკოლა - ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
  2. "დიახ, მშვიდობა ჩვენი მიზანია, დიახ, ჩვენ ვაფასებთ თავისუფლებას და კანონის უზენაესობას და დიახ, ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ მათ დასაცავად"
  3. უკრაინამ და მისმა ცხრა მოკავშირემ ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო ფარის შესაქმნელად ანტიბალისტიკური კოალიცია ჩამოაყალიბეს
  4. უკრაინელებმა ოკუპირებულ დონეცკში საბრძოლო მასალების საწყობები გაანადგურეს
  5. თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
  6. ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში - გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
  7. "დღეს პუტინს არ აქვს საშუალება, რომ ჩვენზე თავდასხმა განახორციელოს. მაქსიმუმ, მას შეუძლია სცადოს რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობა"
  8. გერმანია უკრაინისთვის 50 000 მოიერიშე დრონის შეძენას დააფინანსებს
ოცნების ავტომობილი ბავშვობიდან მოდის - „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ კამპანიამ ბავშვური ფანტაზიები რეალობად აქცია
ბიზნესი

ოცნების ავტომობილი ბავშვობიდან მოდის - „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ კამპანიამ ბავშვური ფანტაზიები რეალობად აქცია

ალბათ ნებისმიერ ადამიანს ბავშვობაში ერთხელ მაინც დაუხატავს ან წარმოუდგენია, როგორი იქნებოდა მისი საოცნებო ავტომობილი. „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ თბილისის ქუჩები გააფერადა - ქალაქში გამოჩნდა ბილბორდები, რომლებზეც სწორედ ბავშვური ხელწერით შესრულებული საოცნებო ავტომობილებია  წარმოდგენილი. ამ გზით კომპანიამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ოცნებები უსაზღვროა, მათი რეალობად ქცევა კი - შესაძლებელი.

ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ კამპანია Toyota Global-ის საერთაშორისო ინიციატივის ფარგლებში დაგეგმა. Dream Car Contest - ეს არის ყოველწლიურ კონკურსი, სადაც ბავშვები თავიანთ საოცნებო ავტომობილებს ხატავენ. წლევანდელი კონკურსი საქართველოსთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა - საერთაშორისო დონეზე, 660 000 ნახატს შორის 14 წლის ანა დუმბაძის ნამუშევარმა გაიმარჯვა. სწორედ ეს გახდა იმის ინსპირაცია, რომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ კონკურსში მონაწილე ბავშვების შემოქმედება პატარა ფურცლიდან დიდ ბილბორდებზე გადაეტანა. მათ ემოციებს ასახავს ვიდეორგოლი, რომელიც კომპანიამ კრეატიულ სააგენტო Quick-თან თანამშრომლობით მოამზადა.

ანი თედიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „ჩვენი კამპანიის შინაარსი მარტივი, თუმცა ძალიან ემოციური იყო - ლოკალურ კონკურსში გამარჯვებული ბავშვების ნახატები თბილისის ქუჩებში ბილბორდებზე გამოვფინეთ, შემდეგ ნამუშევრების ავტორები, მშობლების დახმარებით, ადგილზე მივიყვანეთ, ისე, რომ მათ ამ ინიციატივის შესახებ არაფერი იცოდნენ და ბილბორდზე გადატანილი მათი შემოქმედება ვაჩვენეთ. გულწრფელი ემოციებით სავსე ეს მომენტები კი ერთ ვიდეორგოლში გავაერთიანეთ, რომელიც ბავშვების მოულოდნელ სიხარულს ასახავს.

ეს იყო ძალიან თბილი და გამორჩეული კამპანია, რომელსაც ორი მიზანი ჰქონდა - ერთი მხრივ, გვინდოდა, გვეჩვენებინა, რომ ფანტაზიის რეალობად ქცევა შესაძლებელია და, მეორე მხრივ, Toyota-ს ბრენდის გაძლიერება, როგორც კომპანიის, რომელიც მომავალ თაობებს უჭერს მხარს. გვინდოდა, გაგვეჩინა რწმენა, რომ ბავშვობის ოცნებები შეიძლება რეალობად ვაქციოთ. აქვე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი კონკურსის მონაწილეებს - ემილია სულამანიძეს, ანასტასია ჭანიასა და ლუკა საკანდელიძეს თავიანთი ნახატებით ქალაქის გაფერადებისთვის“.

Toyota Global-ის ფილოსოფიის მიხედვით, რომელიც Going Beyond იდეას ეფუძნება, ეს კონკურსი არა მხოლოდ შეჯიბრებაა, არამედ მომავლის ავტომობილების ინსპირაციის წყაროცაა, სადაც ბავშვური ხედვები შესაძლოა, ერთ დღეს რეალური ინოვაციების საფუძველი გახდეს.

საქართველოში კონკურსის გამარჯვებულებს „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“ საჩუქრები გადაეცათ. გარდა ამისა, მათთვის ხატვის მასტერკლასი გამართა ზალიკომ. „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საზოგადოებას კამპანიით კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ყველა დიდი მიღწევა ბავშვური ოცნებით იწყება, ოცნების ავტომობილი კი ბავშვობიდან მოდის და ზრდასრულობაში რეალურიც ხდება. 

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.