სტატია
  1. თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
  2. "ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ საქართველოს ხალხს ეროვნულ დღესასწაულს"
  3. ვაშინგტონში მერმა 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა
  4. "ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გულითადად ულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!"
  5. დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
  6. "პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც აღარ შეუძლია - ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
  7. "ამ მოვლენებს უახლოეს მომავალში „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის განხორციელების შედეგად ვიხილავთ"
  8. "თავდამსხმელი ლიკვიდირებულია თეთრი სახლის ჭიშკართან საიდუმლო სამსახურის აგენტებთან ორმხრივი სროლის შემდეგ"
როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

ახალი წლისთვის მზადება დეკემბრის ბოლოდან იწყება და 31 დეკემბერს კულმინაციას აღწევს. საახალწოდ მორთული სახლი, მრავალსართულიანი სუფრა, სტუმრების სია, ხმაური და ემოცია, 12სთ-ზე გახსნილი შამპანური და ანთებული შუშხუნები, ბოლო ძალას გვაცლის და გვაძინებს სწორედ მაშინ, როცა რეალურად ახალი წელი იწყება - 1 იანვარს.

სწორედ დეკემბერში, ყველა ბრენდი საახალწლო კამპანიებით და შეთავაზებებით გვაწონებს თავს, PSP უჩვეულოდ დუმდა, რათა 1 იანვარს, როცა ახალი წელი მართლა იწყება, მთავარი გზავნილი გაეჟღერებინა  - გაიღვიძე!

ეს ნაბიჯი PSP-ს 2025 წლის საკომუნიკაციო კამპანიის ლოგიკური გაგრძელებაა. ბრენდის, რომლის დაპირება არის სიმართლე და რომელიც არ ერიდება მისთვის თვალის გასწორებას. ამჯერად ფოკუსი ახალ წელზე გაკეთდა — უფრო სწორად, იმაზე, თუ როდის იწყება ის რეალურად. კამპანიის მთავარი მესიჯი ერთგვარად ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ ტრადიციას - 31 დეკემბერი, არ არის ახალი წლის არსი. უფრო მნიშვნელოვანი ის დღეებია, რომლებიც მას მოჰყვება — მომდევნო 365 დღე, რომლებიც საბოლოოდ განსაზღვრავს ადამიანების არჩევანსა და გადაწყვეტილებებს.

გაიღვიძე, ახალი წელი ახლა იწყება!

ამ იდეის გაგრძელებად ბრენდმა ბიზნეს გადაწყვეტილებაც მიიღო — წინასაახალწლო შეთავაზებები 1 იანვრის შემდეგაც შეინარჩუნა და დამატებითი აქციებიც შესთავაზა მომხმარებლებს. ამ გზით, საკომუნიკაციო კამპანია აქტივობიდან რეალურ ქმედებაში გადაიზარდა. PSP -კამპანია „გაიღვიძე“ ახალ წელს არა როგორც ერთდღიან მოვლენას, არამედ როგორც პროცესის დასაწყისს განიხილავს.

აქცენტი სიფხიზლეს, ენერგიასა და პირად პასუხისმგებლობაზე, გვახსენებს, რომ წელი ზუსტად ისეთი იქნება, როგორსაც თავად შევქმნით მისი პირველივე დღიდან - სიყვარულით, სილამაზით, ჯანმრთელობით, თავისუფლებით და გამარჯვებით სავსე წელს!

კამპანიაზე სააგენტო Playmakers-მა იმუშავა. წარმოების სააგენტო - Enkeny Films.

#გაიღვიძეახალიწელიახლაიწყება