სტატია
  1. 31 იანვრამდე „პორშე ცენტრი თბილისის“ შოურუმში ახალი Cayenne Electric ექსკლუზიურად იქნება წარმოდგენილი
  2. Volvo-ს უნიკალური არტინსტალაცია გუდაურში - „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და Nikakoi-ს კოლაბორაცია მდგრადი მომავლისთვის
  3. "ჩვენი ვალია, რომ ბოდიში მოვუხადოთ ამ თაობას, რომ ვერ მოვიტანეთ ეს კარგი საქართველო დღემდე"
  4. "ავღანეთში ათწლიანი ომის პერიოდში საბჭოთა არმიამ იმაზე ორჯერ ნაკლები ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე რუსებმა ამ ომის მხოლოდ ერთ თვეში"
  5. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს „თეთრ სახლთან“ შეთანხმების დადება სურს
  6. ავტომობილი, რომელიც ცვლის თამაშის წესებს - გაიცანით ახალი, სრულიად ელექტრული Volvo EX60
  7. 20 000 სატვირთო ავტომობილისთვის გაწეული მომსახურება და მრავალფუნქციური სერვისცენტრი - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
  8. "ჩემი პოზიცია ქვეყნის ტერიტორიებთან დაკავშირებით უცვლელია. უკრაინა თავის ტერიტორიებს არ დათმობს'
"რომან გოცირიძე ივანიშვილის მთავრობას ფაქტობრივად ამართლებს აზერბაიჯანთან დაპირისპირებაში"
საზოგადოება

"რომან გოცირიძე ივანიშვილის მთავრობას ფაქტობრივად ამართლებს აზერბაიჯანთან დაპირისპირებაში"

რომან გოცირიძე ივანიშვილის მთავრობას ფაქტობრივად ამართლებს აზერბაიჯანთან დაპირისპირებაში და პირიქით აზერბაიჯანს აბრალებს საქართველოზე ზეწოლას.

ის ახსენებს აზერბაიჯანიდან სომხეთში ტვირთის გატარებაში საქართველოს მიერ დაწესებულ ტარიფს და იქვე დასძენს რომ ტარიფებში ვერ ერკვევა, რაც რბილად რომ ვთქვათ, მთლად პროფესიული მიდგომა არაა, იმიტომ რომ სწორედ ტარიფებია მთავარი მომენტი.

ვინაიდან რომანს ქოცების გარდა ზოგიერთი ნორმალური ადამიანიც აჰყვა, მინდა კიდევ ერთხელ დეტალურად დაგიმარცვლოთ თუ რეალობაში რა ხდება.

ფაქტები კი შემდეგია: პირველად აზერბაიჯანმა დაიწყო ტვირთების ზიდვა სომხეთში, საქართველოს გავლით. ეს ამბავი კავკასიაში მშვიდობის დამყარების საკითხს ძალიან სოლიდურ საფუძველს უქმნის.

მე რომ ახლა ვწყვეტდე, ამ ტვირთებს მხოლოდ სიმბოლურ ტარიფს დავუწესებდი, ვინაიდან ასეთი ტვირთბრუნვა პირდაპირ საქართველოს ინტერესებშია. ის ასევე ძალიან აღიზიანებს რუსებს.

რა ქნა ივანიშვილი მთავრობამ, მათ გამოაცხადეს ტარიფი 0.82 დოლარი კილომეტრზე, მაშინ როცა თავად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტარიფები უტოლდება 0.02 დოლარს კილომეტრისთვის.

აზერბაიჯანის ტარიფებს რომ თავი დავანებოთ, ყულევზე, სადაც ივანიშვილს თავისი კორუფციული ინტერესები დალაგებული აქვს, ჩვენი რკინიგზა 20-ჯერ ნაკლებ ტარიფს ითხოვს, ვიდრე სომხეთის მიმართულებაზე გადაზიდვისთვის.

ახლა მინდა ვუთხრა რომანს - კარგი რკინიგზას, რომ გავცდეთ და ვნახოთ თუ რა ხდება აზერბაიჯანულ ფურებზე, რომელიც ჯერ ახლახანს თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. დიდი ხნის წინ შეთანხმებული გადასახადებით. პრაქტიკულად ყველას აჩერებენ საზღვარზე, უხეშად ეპყრობიან და 1000 დოლარამდე ქრთამს სთხოვენ გატარებისთვის და თუ არ თანხმდებიან გადაჰყავთ საჯარიმო სადგომებზე. საერთოდ რა კავშირშია ეს რკინიგზასთან?

უფრო მეტს გეტყვით, რაც სომხეთის მთავრობისგან შევიტყვე, ახლა კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს სომხეთს, რომ თუ ქართულ არასამთავრობოებს არ აღუკვეთავს ფეხს ერევნიდან, სომხეთის ტვირთებს მთლიანად დაბლოკავენ.

აზერბაიჯანს, რომ საქართველოზე ზეწოლა ნდომებოდა, მას აქვს ბევრად უფრო ეფექტური ბერკეტი გაზის ფასის სახით. დღევანდელი ძალიან დაბალი ტარიფი ჩემს დროს შევათანხმე ილჰამთან და ქოცების მოსვლის შემდეგ, აზერბაიჯანის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ მითხრა, რომ კალაძე რომელიც მაშინ ენერგეტიკის მინისტრი იყო, აზერბაიჯანს სთავაზობდა ტარიფის გაზრდას, ე.ი. ქართველებისთვის გაზის ფასის გაძვირებას და მოგების შუაზე გაყოფას. როგორც მაშინ მითხრა ჩემმა მეგობარმა, კალაძეს და ივანიშვილს ჯიბე აქვთ გამოყოფილი და პირზე აწერიათ "деньги деньги деньги".

როცა ასეთი რამე ხდება, ყოველთვის უნდა ვიკითხოთ თუ ვის ინტერესებშია ეს აზერბაიჯან-სომხეთის დაახლოების დაბლოკვა.

კავკასიის სატრანსპორტო დერეფნის სრულფასოვანი ამუშავება, კავკასიაში მშვიდობა და თანამშრომლობა მხოლოდ ერთ სუბიექტს არ მოსწონს ძალიან და ის იმყოფება კრემლში. ხოლო ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს, "ოცნების" გამოკლებით.

და ბოლოს თვითონ რომანიც წერს რომ ამ ბანდისგან ხალხი არაფერს კარგს არ ელის და აქ შეიძლება დავამატოთ - არ ელის იმიტომ რომ ისინი არაფერ კარგს არ აკეთებენ და არც შეიძლება გააკეთონ და თუ ამ მთავარ ფაქტორს გავითვალისწინებთ ყველაფერი ნათელი ხდება.“ - მიხეილ სააკაშვილი.