სტატია
  1. "ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა ყველას ბედზე აისახება!“ - ზურაბიშვილი
  2. „მოდით, ერთი წამით დავუშვათ, რომ BBC-მ, მართლაც გაავრცელა სიყალბე, ოცნების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე. ფაქტები გავიხსენოთ" - გიორგი კაპანაძე
  3. "სანქციების დაწესებას, თუ რაღაცას ითხოვენ, არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია, რაც უნდათ, ის მოითხოვონ"
  4. CS AWARD 2025 - „თეგეტა“ ნომინაციაში - „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ გამარჯვებულია
  5. თიბისი x ილია თოფურია - მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
  6. დემო დღე 2025 თიბისიში - მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა
  7. სცადე, რას კარგავ? - თიბისის მობაილბანკში ინვესტირების დაწყება კიდევ უფრო გამარტივდა
  8. პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი ფინანსური განათლების შესახებ
„მოდით, ერთი წამით დავუშვათ, რომ BBC-მ, მართლაც გაავრცელა სიყალბე, ოცნების მიერ ქიმიური იარაღის  გამოყენებაზე. ფაქტები გავიხსენოთ" - გიორგი კაპანაძე
საზოგადოება

„მოდით, ერთი წამით დავუშვათ, რომ BBC-მ, მართლაც გაავრცელა სიყალბე, ოცნების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე. ფაქტები გავიხსენოთ" - გიორგი კაპანაძე

მოდით, ერთი წამით დავუშვათ, რომ BBC-მ, “დიპ სტეიტის” დავალებით მართლაც გაავრცელა სიყალბე, ოცნების მიერ ქიმიური იარაღის - “კამიტის” გამოყენებაზე.

მხოლოდ ცარიელი ფაქტები გავიხსენოთ…

1. 2024 წელს, ოცნებამ ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი.

2. დაზარალებულებმა მიიღეს დამწვრობა, ჰქონდათ ცრემლსადენი გაზისათვის დამახასიათებელი ზემოქმედებისაგან რადიკალურად განსხვავებული და ხანგრძლივი სიმპტომები.

3. შსს-მ, წყალში გაურია რაღაც, რასაც თავადვე ადასტურებენ დღესაც…

ანუ ის, რაც ჭავლში გაურიეს, თუ აკრძალული არ იყო, სადღაც ხომ უნდა ეყიდათ, ოფიციალურად?

შეძენას სჭირდება პროცედურა - ხელშეკრულება, ხელმოწერა, თანხის გადახდა, ტრანსპორტირება და მხარეები: როგორც მყიდველი, ისე გამყიდველი...

წესით, მყიდველი არის შსს, მაგრამ ვისგან შეიძინეს ის ნივთიერება, რომელიც წყალში გაურიეს, რატომ არ ამბობენ?

რატომ არ ასაჯაროვებენ კონტრაქტს, შეძენილი ნივთიერების ზუსტ შემადგენლობას, რაოდენობას, თანხის გადახდის დამადასტურებელ და ტრანსპორტირების დოკუმენტაციას?

BBC-მ გამოაქვეყნა კვლევა, აღწერა პროცედურა, მიუთითა მტკიცებულებებზე, რომლის მიხედვითაც, ოცნებამ ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა აკრძალული ქიმიური ნივთიერება, რაც თავისი შედეგებით, კვალიფიცირდება როგორც ქიმიური იარაღი.

თუ BBC-მ ეს ყველაფერი მართლაც მოიგონა, შენ კი, ამით, საერთაშორისო გამოძიების საშიშროების წინაშე აღმოჩნდი, რატომ მალავ შეძენილ ნივთიერებას და მხარეების ვინაობას?

თქვი, სად, ვისგან და როდის იყიდე ის ნივთიერება, რომელიც წყალში გაურიე, თუ მართალი ხარ.

თუ გაერთიანებულო სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყუება, უმძიმეს ბრალდებას გიყენებს, შენ კი, დოკუმენტაციის გამოქვეყნებით შეგიძლია ამ ბრალდების უარყოფა, რატომ ამბობ ერთ დღეს ერთს და მეორე დღეს - მეორეს?

გაასაჯაროვე ყველა ის დოკუმენტი, რომელიც BBC-ის და ხალხს, შენს სიმართლეში დაარწმუნებს - თუ ნამდვილად ყველაფერი ისეა, როგორც აცხადებ.

მსოფლიოს ერთერთმა ყველაზე გავლენიანმა მედიამ, ასადისა და ჰუსეინის მსგავსად, ქიმიური იარაღით ხალხის მასობრივ მოწამვლაში დაგადანაშაულა და შენ, შესაბამისი პროცედურით, დოკუმენტებს არ აქვეყნებ?

თუმცა, ალბათ, იცი, რომ:

1. თუ, დავუშვათ და, წინა ხელისუფლებამ 2009 წელს მართლაც შეიძინა აკრძალული ქიმიური ნივთიერება და შენ ეს 2024-ში გამოიყენე, საერთაშორისო დამნაშავე ხარ. შეძენასთან შედარებით, ბევრად მძიმე საერთაშორისო დანაშაულია ქიმიური იარაღის გამოყენება ხალხის წინააღმდეგ.

2. ხოლო, თუ 2009 წელს შეძენილი ნივთიერება არ გამოგიყენებია, მაშინ, ის მასალები გამოაქვეყნე, რომლითაც დაადასტურებ, რომ: ა) შეიძინე წყალში გასარევი, კანონით დაშვებული ნივთიერება. ბ) შენს მიერ წყალში შერეული ნივთიერება არ შედის აკრძალული ქიმიური ნივთიერებების ჩამონათვალში.

თუმცა, რატომღაც ამ ყველაფერს მალავ და ოფიციალური შესყიდვების დოკუმენტაციას არ აქვეყნებ. ამით კი, ფაქტობრივად, თავადვე აძლიერებ BBC-ის მიერ გასაჯაროვებულ ფაქტებს.

ამავე დროს, რა ვუყოთ ჭავლის გამოყენებასთან დაკავშირებით ოცნების მიერ შედგენილ ოფიციალურ დოკუმენტზე დატანილ კოდს, რომელიც აკრძალული ქიმიური ნივთიერებების ჩამონათვალს აერთიანებს?

სწორედ ამ ჩამონათვალს შორისაა “კამიტიც”, რომელიც წყალში შერევისთვის გამოიყენება.

მეტიც, ხალხის წინააღმდეგ, ამ კოდის ქვეშ გაერთიანებული ნებისმიერი ქიმიური ნივთიერების გამოყენება შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც საერთაშორისო დანაშაული.

ამიტომ, საჭიროა საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედება. BBC-ის მიერ გაჟღერებული ფაქტები რომ სრული სიყალბე იყოს, წესით, თქვენვე უნდა ითხოვდეთ საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის შექმნას, რადგან ეს ისეთი საკითხია, რომ მისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება აუცილებლად უნდა მოხდეს.“ - წერს სოციალურ ქსელში ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი, იურისტი, გიორგი კაპანაძე.