სტატია
  1. ყაზახეთის პრეზიდენტმა კაცების ჩახუტება გააკრიტიკა და მათ მოუწოდა, მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლონ
  2. რუსი სამხედროები მობილიზაციისთვის მზადების წვრთნებს ატარებენ
  3. უკრაინა-რუსეთის ომი წლები გაგრძელდება, პუტინი ფსონს ჩამოდის, რომ რუსეთი უკრაინაზე დიდხანს გაძლებს
  4. თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
  5. ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
  6. საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება - თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
  7. მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  8. თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
"თუ გვინდოდა რომ ასე არ მომხდარიყო, მაშინ რეფორმები საერთოდ არ უნდა გაგვეტარებინა..."
საზოგადოება

"თუ გვინდოდა რომ ასე არ მომხდარიყო, მაშინ რეფორმები საერთოდ არ უნდა გაგვეტარებინა..."

გუშინ გიორგი თარგამაძის გადაცემაში იყო ძალიან კარგი ბლოკი მათე კირვალიძის და გიორგი ბრწყინვალე საუბარი რამდენიმე სტუმართან.

ამ საუბრის დროს გიორგი მუდმივად სვამდა კითხვას თუ კონკრეტულად რა შეცდომებმა გამოიწვია 2012 წელში კონტრრევოლუციით გამარჯვება. მინდა აქედან გავცე ჩემი მეგობარი გიორგის ამ კითხვას პასუხი - ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღეებიდან მანტრასავით ვიმეორებდი რეფორმების მთავარ მცნებებს, მათ შორის იმას, რომ რეფორმების დრო ძალიან ცოტა იყო.

შესაძლებლობების ფანჯარა მალე მოიხურებოდა და ჩვენ ვიცოდით, რომ ის ხალხი ვინც რეფორმებისგან იხეირა, მალე შეეჩვეოდა სიკეთეებს და ცვლილებებით განებივრებულები აუცილებლად მოითხოვდნენ ბევრად მეტს.

ხოლო ის ხალხი ვინც დაკარგავდა კორუმპირებულ შემოსავლებს, პრივილეგიებს, აუცილებლად ჩაგვისაფრდებოდა და ნებისმიერი მათთვის მოსახერხებელ მომენტში დაგვესხმებოდა თავს და ასეთი იყო ასობით ათასი - უნივერსიტეტების კორუმპირებული პროფესორ-მასწავლებლები, მთელი კრიმინალური სამყარო, მილიციელები, საგადასახადოს და საბაჟოს თანამშრომლები, უამრავი სხვა სფეროს წარმომადგენელი.

სწორედ ისინი ჩადგნენ ივანიშვილის კონტრრევოლუციური დროშის ქვეშ. თუ გვინდოდა რომ ასე არ მომხდარიყო, მაშინ რეფორმები საერთოდ არ უნდა გაგვეტარებინა და ასეთი ვარიანტი ჩვენთვის და ქვეყნისთვის სრულიად მიუღებელი იყო.

რამდენი პროცენტი იყო ვარდების რევოლუციის მიერ განაწყენებული აქტიური კონტრრევოლუციონერი - დაახლოებით მოსახლეობის 20%.

ახლა ისინი და ნაწილობრივ მათი შთამომავლები არიან ივანიშვილის დიქტატურის მთავარი ბაზა. ეს არის 20% - 80%-ის წინააღმდეგ.“ - მიხეილ სააკაშვილი.