სტატია
  1. PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  2. ტუსკმა განაცხადა, რომ დააკავეს პირი, რომელიც მასზე და თავდაცვის მინისტრზე მკვლელობის მცდელობის მომზადებაშია ეჭვმიტანილი
  3. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  4. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  5. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  6. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  7. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  8. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
"უკრაინის ხელისუფლებას დღეს არჩევანი აქვს ცუდსა და უარეს შორის"
საზოგადოება

"უკრაინის ხელისუფლებას დღეს არჩევანი აქვს ცუდსა და უარეს შორის"

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში დამყარდეს მშვიდობა. რა პირობებით იქნება ეს მშვიდობა, რა თქმა უნდა, უკრაინის გადასაწყვეტია და უკრაინის ხელისუფლების, თუმცა ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლებას დღეს არჩევანი აქვს ცუდსა და უარეს შორის.

ძირითადად მთელი სიმძიმე მდგომარეობის იმაშია, რომ რეალურად, სტამბოლში 2022 წლის მარტი - აპრილში წინასწარ შეთანხმებული საკითხები რაც იყო წარმოდგენილი, იმის, მინიმუმ, გამეორებაა და რიგ ნაწილებში უარესი პირობაა, მაგალითად, ტერიტორიულ პრეტენზიებთან დაკავშირებით.

ანუ სამ წელიწად ნახევრის წინ, 2022 წლის მარტში, რა მდგომარეობაც იყო და რაც იყო შეთანხმების საფუძველი, სამ წელიწად ნახევრის თავზე ზუსტად იგივე არის შეთანხმების საფუძველი, რაზეც მიდის საუბარი. სხვაობა არის ასობით ათასი სამხედრო, ასობით ათასი სამოქალაქო პირი, რომელიც დაიღუპა ამასობაში.

თქვენ გახსოვთ უკრაინელი დეპუტატის, არახამიას, განცხადება, რომ უკრაინისთვის მისაღები იყო მაშინ ის შეთანხმება და ბორის ჯონსონი ჩავიდა და ევროპელების ჩარევით ჩაიშალა მაშინდელი შეთანხმება, ეს არის არახამიას განცხადება. ასე რომ, უკრაინის ხელისუფლებას ჰკითხონ, რა მოხდა მაშინ, 2022 წლის მარტში.

ეს იქნებოდა ყველაზე მძიმე, რომ აღმოჩნდეს შემდეგ, რომ სამ წელიწად ნახევრის თავზე თურმე სტამბოლის შეთანხმების პირობები იქნა გამეორებული და ის, რაც შეიძლება მომხდარიყო სამი წლის წინ, სამწლიანი განსხვავებით და ასობით ათასი ადამიანის დაღუპვის შემდეგ იქნა შეთანხმებული.

ეს არის ცუდსა და უარესს შორის არჩევანი, თუმცა, რა თქმა უნდა, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, უბრალოდ ამ მდგომარეობაშია დღეს უკრაინის ხელისუფლება, რომ მას არც მშვიდობა შეუძლია და არც ომი.

ომისთვის, ვხედავთ, რომ უკვე არის სკეპტიციზმი, მათ შორის, აშშ-ის მხრიდან, რომ გააგრძელოს დახმარება და ამ დახმარების გარეშე რთულია, რომ გააგრძელოს ომი, ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტ სისხლისღვრას უკრაინაში და მშვიდობაც რთულია, ვინაიდან მოსახლეობისთვისაც ასახსნელია, რომ თუკი იგივე პირობებია, რაც სტამბოლის შეთანხმების დროს უნდა ყოფილიყო, მაშინ რა ომი იყო ამ სამი წლის განმავლობაში.“- შალვა პაპუაშვილი.