სტატია
  1. „თეგეტა მოტორსის“ მხარდაჭერით კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
  2. თავშესაფარი მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „ზაქარას კეთილი მანქანის" მხარდაჭერას აგრძელებს
  3. თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
  4. თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
  5. თიბისი კამპუსი - სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
  6. წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
  7. თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
  8. 20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
"ტრამპი ობამა ნამდვილად არ არის. ჩემი აზრით, ამერიკის სასიცოცხლო ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვის კუთხით ის „რეიგან პლუსია“
მსოფლიო

"ტრამპი ობამა ნამდვილად არ არის. ჩემი აზრით, ამერიკის სასიცოცხლო ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვის კუთხით ის „რეიგან პლუსია“

"პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ობამა ნამდვილად არ არის. ჩემი აზრით, ამერიკის სასიცოცხლო ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვის კუთხით ის „რეიგან პლუსია“.

მსოფლიო წესრიგისთვის ირანის აიათოლას რელიგიურ-ნაცისტურ რეჟიმზე დიდი საფრთხე არ არსებობს - რეჟიმზე, რომელიც დაუნდობლად ხოცავს საკუთარ ხალხს, მხარს უჭერს საერთაშორისო ტერორიზმს და რომელსაც ხელი ამერიკული სისხლით აქვს გასვრილი. აიათოლას რეჟიმისთვის სასიკვდილო დარტყმა იქნება ორი ფაქტორის ერთობლიობა: დემონსტრანტების წარმოუდგენელი პატრიოტული სიმამაცე და პრეზიდენტი ტრამპის გადამწყვეტი მოქმედება.

დემონსტრანტები სიცოცხლის ფასად, უიარაღოდ გამოდიან ქუჩებში, რადგან სჯერათ, რომ პრეზიდენტი ტრამპი მათ მხარს უჭერს. ამ გრძელი გზის გადამწყვეტი მომენტი იქნება ტრამპის სიმტკიცე. არ ვსაუბრობ არანაირ ჯარის შეყვანაზე, მაგრამ, როგორც დაჰპირდა, ვგულისხმობ ჯოჯოხეთის დატრიალებას რეჟიმზე, რომელმაც ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა.

მასშტაბური სამხედრო, კიბერ და ფსიქოლოგიური თავდასხმების ტალღა არის ის, რასაც ნიშნავს ფრაზა - „დახმარება გზაშია“. რას ველოდები? - იმ ინფრასტრუქტურის განადგურებას, რომელიც ირანელი ხალხის ხოცვა-ჟლეტას შესაძლებელს ხდის, და იმ ლიდერების ჩამოშორებას, რომლებიც მკვლელობებზე არიან პასუხისმგებელი. ირანელი ხალხის ხანგრძლივი კოშმარი მალე დასრულდება. ძალიან ვამაყობ პრეზიდენტი ტრამპით. გავხადოთ ირანი ისევ დიადი" - რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი სოციალურ ქსელ X-ზე.