სტატია
  1. თიბისი ტექსკოლა - ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
  2. "დიახ, მშვიდობა ჩვენი მიზანია, დიახ, ჩვენ ვაფასებთ თავისუფლებას და კანონის უზენაესობას და დიახ, ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ მათ დასაცავად"
  3. უკრაინამ და მისმა ცხრა მოკავშირემ ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო ფარის შესაქმნელად ანტიბალისტიკური კოალიცია ჩამოაყალიბეს
  4. უკრაინელებმა ოკუპირებულ დონეცკში საბრძოლო მასალების საწყობები გაანადგურეს
  5. თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
  6. ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში - გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
  7. "დღეს პუტინს არ აქვს საშუალება, რომ ჩვენზე თავდასხმა განახორციელოს. მაქსიმუმ, მას შეუძლია სცადოს რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობა"
  8. გერმანია უკრაინისთვის 50 000 მოიერიშე დრონის შეძენას დააფინანსებს
„მაქრო სითი თბილისი“ – „ქალაქი ქალაქში“ კონცეფციის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი
ბიზნესი

„მაქრო სითი თბილისი“ – „ქალაქი ქალაქში“ კონცეფციის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი

თბილისში, ნოე რამიშვილის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის სიახლოვეს, ახალი მასშტაბური პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს. „მაქრო დეველოპმენტი“ ტერიტორიაზე, რომელიც 100 000 კვ.მ-ს მოიცავს, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს, „მაქრო სითი თბილისს“ აშენებს. 

პროექტი, რომელიც გამორჩეულია სტრატეგიული მდებარეობითა და მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურით

პროექტი მეტროსადგურთან ახლოს მდებარეობს, აქედან მარტივად მოხვდებით აეროპორტში და სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთამდე” მისასვლელად. 

იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქში გადაადგილება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, აქტუალური ხდება ისეთი საცხოვრებელი სივრცეები, სადაც ყოველდღიური სერვისები სახლთან ახლოსაა. დეველოპერულმა კომპანიამ პროექტი ამ ხედვით შექმნა და ერთ ტერიტორიაზე გააერთიანა საცხოვრებელი, სამუშაო და დასასვენებელი ზონები. 

მსგავსი მიდგომა მაცხოვრებლებს საშუალებას მისცემს, დაზოგონ დრო და ძირითადი საჭიროებები კომპლექსის დატოვების გარეშე დაიკმაყოფილონ. ეს კონცეფცია გულისხმობს გარემოს, სადაც პროფესიული საქმიანობა და განტვირთვა ერთმანეთს ხელს არ უშლის და პირიქით, ჰარმონიულადაც კი თანაარსებობს. 

კომპლექსის ტერიტორიაზე აქტიური ცხოვრებისთვის საჭირო მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. პროექტი ითვალისწინებს ოთხ საცურაო აუზს, ჩოგბურთის სამ მოედანსა და კალათბურთისთვის განკუთვნილ ორ სივრცეს.

გარდა ამისა, დაგეგმილია როგორც დახურული, ისე ღია ფიტნეს დარბაზები, სარბენი ბილიკები და ველოტრასები. ოჯახებისთვის დამატებითი კომფორტის შესაქმნელად კი კომპლექსში გათვალისწინებულია საბავშვო ბაღი და გასართობი მოედნები. 

აღსანიშნავია, რომ „მაქრო სითი თბილისის“ ფარგლებში დედაქალაქში პირველად შემოდის შვეიცარიული ბრენდი Mövenpick Living. აღნიშნული თანამშრომლობა პროექტის ტერიტორიაზე სასტუმრო-რეზიდენციის გახსნას გულისხმობს. საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა კომპლექსს დამატებით ღირებულებას შესძენს და მის საინვესტიციო პოტენციალზე დადებითად აისახება.

ბინები სრული რემონტით ბარდება და შეძენა შიდა უპროცენტო განვადებითაა შესაძლებელი

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, არჩევანი სხვადასხვა ტიპის ბინაზე შეაჩეროს, აირჩიოს სტანდარტული დაგეგმარება, ტერასიანი მხარე ან ბინა კერძო ეზოთი. საცხოვრებელი ფართები 48 კვ.მ-დან იწყება, ოთახების რაოდენობა კი ორიდან ოთხამდე მერყეობს. 

ბინები მფლობელებს სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემათ, რაც მოიცავს შეღებილ კედლებს, დაგებულ ლამინატსა და მოპირკეთებულ სველ წერტილებს. გათვალისწინებულია იატაკქვეშა გათბობის სისტემა, ალუმინის კარ-ფანჯარა და ჩაშენებული სამზარეულოს ტექნიკა. 

დაინტერესებულ პირებს ბინის შეძენა შიდა უპროცენტო განვადებით შეუძლიათ. პირობების თანახმად, მყიდველს საწყისი შენატანის სახით ღირებულების მხოლოდ ნაწილის დაფარვა უწევს, დარჩენილი თანხა კი ინდივიდუალურ გრაფიკზე ნაწილდება.  

კომპანია ბაზარზე რამდენიმე მსხვილი პროექტით არის ცნობილი, მათ შორისაა „მწვანე ბუდაპეშტი“ და „მწვანე ალმასი“. ამ პროექტებში დეველოპერმა უკვე დანერგა ეკოლოგიური მიდგომები და ,,ქალაქი ქალაქში” პრინციპის საცხოვრებელი გარემო შექმნა, რასაც ახალ კომპლექსშიც განაგრძობს.